მთავარიმსოფლიოევროკავშირის სანქციები რუსეთს

ევროკავშირის სანქციები რუსეთს

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს დაუწესონ სანქციები, რომლებსაც დიდი და მძიმე შედეგები მოჰყვება. ხუთშაბათს გამართულ  საგანაგებო სხდომაზე 27-ვე წევრმა ქვეყანამ დაგმო რუსეთის ქმედებები და დაუჭირა მხარი სანქციების პაკეტს, რომელიც რუსეთის ფინანსური, ენერგო და სატრანსპორტო სექტორის წინააღმდეგ არის მიმართული. სანქციების სიას დაემატა კიდევ რამდენიმე პირი.

რუსეთს შეერთებული შტატებიც მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, რომლებიც მიზანად ისახავს რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსური ინსტიტუტების დაზარალებას, ამასთანავე,  რუსეთის წვდომის შეზღუდვას ტექნოლოგიებზე.

ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები შეეხება რუსეთის 10 ყველაზე მხსვილ ფინანსურ ინსტიტუტს და შეზღუდვები დაწესდება ექსპორტზეც, შედეგად, რუსეთს არ ექნება წვდომა  მაღალტექნოლიგიურ პროდუქტებზე.

ეს ყოველივე მიმართულია აშშ-ს ფინანსური სისტემიდან რუსეთის უმსხვილესი ბანკის გათიშვისკენ. სანქციები დაწესდება რუსეთის სიდიდით მეორე ბანკზეც, ასევე გაიყინება მათი აქციები, რომლებიც აშშ-ს ფინანსურ სისტემას უკავშირდება.

ბაიდენმა ასევე არ გამორიცხა რუსეთის სვიფტის სისტემიდან გათიშვა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმაც წარადგინა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც განსაკუთრებით დააზარალებს რუსეთის ბანკებს, პუტინის უახლოეს გარემოცვასა და მდიდარ რუსებს, რომლებიც ლონდონში ცხოვრობენ.

ბრიტანეთის მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ გაყინავენ რუსეთის მსხვილი ბანკების აქტივებს და ამასთანავე, რუსულ კომპანიებს აეკრძალებათ დაფინანსების მოზიდვა ბრიტანეთში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend