მთავარიკუბიდეზინფორმაცია და მუქარა - ომის დაწყებიდან ყალბი ამბების გავრცელება არ წყდება

დეზინფორმაცია და მუქარა – ომის დაწყებიდან ყალბი ამბების გავრცელება არ წყდება

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები უფრო მეტად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, რომლითაც ოკუპაციის გამართლებას ცდილობენ. ფაქტების გადამმოწმებლებსა და მედიის წარმომადგენლებს უწევთ უფრო დიდი ყურადღებით დააკვირდნენ თითოეულ პოსტს, რომელიც ქვეყნდება პლატფორმაზე, რადგან მომატებულია მანიპულაციისა და შეცდომაში შეყვანის შანსები.

უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების უკანონო შეჭრის პარალელურად, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომიც გააძლიერა. მაგალითად, რუსული მედია ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს, უკრაინელი სამხედროები კრემლის საოკუპაციო ძალებს წინააღმდეგობას არ უწევს და ზოგ შემთხვევაში ნებდება კიდეც მათ.  უკრაინის შეიარაღებული ძალები პუტინის მიერ ომის გამოცხადების მომენტიდან სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია და რუსული თავდასხმის მოგერიებას ცდილობს.  ცნობებს მუდმივად აახლებენ უკრაინის გენერალური შტაბი და თავდაცვის უწყება, ბრძოლები გრძელდება.

დეზინფორმაცია
ფოტო: factcheck

მომრავლდა ფოტო მანიპულაციებიც. მაგალითად, რუსეთის დროშის ფოტო, რომელიც თითქოს ხარკოვში ააფრიალეს. სინამდვილეში კი ეს ფოტო 2014 წელსაა გადაღებული და დროშა პრორუსი აქტივისტების მიერაა გამოფენილი.

დეზინფორმაცია
ფოტო: factcheck

დაძაბულ ფონს მოჰყვა მუქარები – ჯგუფი “ალტ-ინფო“, რომელიც ღიად ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას და ხშირ შემთხვევაში, მანიპულირებს და ავრცელებს დეზინფორმაციას, დაემუქრა ფაქტების გადამმოწმებლებსა და მედიის განვითარების ფონდს. ფონდი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას სთხოვს.

დეზინფორმაცია

რა დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ომის დაწყების მომენტიდან ევრონიუს ჯორჯიას ეთერში GRASS-ის უმცროსმა ანალიტიკოსმა ლიკა ხუციბერიძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend