მთავარი ევროპა უკრაინა კიევი სარაკეტო სროლის სამიზნეა

კიევი სარაკეტო სროლის სამიზნეა

პარასკევს გამთენიისას უკრაინის დედაქალაქი კიევი სარაკეტო სროლის სამიზნე გახდა.

უკრაინის მთავრობის მრჩეველის განცხადებით, რუსეთი კვლავ აგრძელებს სამხედრო თავდასხმას ქვეყანაზე, რასაც ათობით უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

„კიევზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა გრძელდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ.

 

ქალაქის მოსახლეობა ემზადება რუსეთის მხრიდან მეტი სამხედრო მოქმედებისთვის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსული თვითმფრინავი კიევის ერთ-ერთ რაიონში ჩამოვარდა. ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend