მთავარიკუბირას წერენ სოციალურ ქსელში რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით

რას წერენ სოციალურ ქსელში რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ევროკავშირის სახელით დეკლარაცია გაავრცელა. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი უკრაინას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს. ასევე საუბარია იმაზეც, რომ ევროკავშირი ადასტურებს საკუთარ ვალდებულებას უკრაინის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

დეკლარაციის დასასრულს კი ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები მკაცრად გმობენ რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას მშვიდობიანი და დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ. მათი განცხადებით, ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და დანაშაული უკრაინელი ერის მიმართ.

ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია სანქციებზე, რომლებიც რუსეთს უნდა დაუწესდეს და მხარდაჭერაზე, რომელიც ახლა უკრაინას ესაჭიროება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend