მთავარიმსოფლიოვლადიმერ პუტინმა სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში “სამხედრო ოპერაციის დაწყების” ბრძანება გასცა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ემსახურება და ეს  ქმედება უკრაინის მხრიდან მომდინარე მუქარის საპასუხოდ ხდება. მისი განმარტებით, სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა უკრაინის “რეჟიმს” ეკისრება.

პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდა და ასევე სხვა ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის ქმედებებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს შედეგს, რომელიც მათ არასდროს უნახავთ.

“გარემოებები მოითხოვს ჩვენგან გადამწყვეტი და დაუყოვნებელი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება,. დავიწყოთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია. მისი მიზანია, დაიცვას ის ხალხი, რომელიც 8 წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის მხრიდან გენოციდის მსხვერპლი იყო. რუსული ჯარის მიზანი უკრაინის დემილი ტარიზაციაა. ამასთანავე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა ყველა ის პირი, რომელთაც მრავალი დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების მიმართაც. ამიტომაც, ჩვენს გეგმებში უკრაინის ოკუპაცია არ შედის”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend