მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ღამით ნიუ-იორკში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. გაეროში უკრაინის ელჩმა განუცხადა უშიშროების საბჭოს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს “ომი გამოუცხადა უკრაინას” და საბჭოს წევრებს ომის შეჩერება სთხოვა.

უკრაინის ელჩი გაეროში სერგეი კისლიცა აიძულებდა თავის რუს კოლეგას განეცხადებინა, რომ რუსეთი არ დაბომბავს უკრაინის ქალაქებს, თუმცა ელჩისგან სასურველი პასუხი ვერ მიიღო.

“ერთი საათის წინ, როდესაც აქ მოვდიოდი, ვაპირებდი რუსეთის ელჩისთვის მეთხოვა დაედასტურებინა, რომ რუსული სამხედროები დღეს უკრაინას ცეცხლს არ გაუხსნიდნენ. ეს უკვე უსარგებლო გახდა 48 წუთის წინ. რადგან დაახლოებით 48 წუთის წინ თქვენმა პრეზიდენტმა უკრაინას ომი გამოუცხადა. ახლა მინდა რუსეთის ფედერაციის ელჩს მოვუწოდო დაგვიდასტუროს, რომ რუსეთის ჯარი არ დაბომბავს უკრაინულ ქალაქებს. რომ თქვენი ჯარები არ შეიჭრებიან უკრაინის ტერიტორიაზე. თქვენ გაქვთ სმარტფონი, შეგიძლიათ ლავროვს დაურეკოთ. ჩვენ დავიცდით. შეგიძლიათ გახვიდეთ და დაურეკოთ მას”, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.

თუ თქვენ არ გაქვთ უფლებამოსილება ეს დამიდასტუროთ, მაშინ რუსეთის ფედერაციამ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა უნდა დათმოს და ეს პასუხისმგებლობა უშიშროების საბჭოს ლეგიტიმურ წევრს გადასცეს.

რუსეთის წარმომადგენელმა უკრაინა იმაში დაადანაშაულა, რომ იგი არ ითვალისწინებს რუსეთის რჩევებს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში “პროვოკაციების” შეჩერების შესახებ.

„დონეცკში და ლუგანსკში მცხოვრებნი კვლავ სარდაფებში აფარებენ თავს. ლტოლვილები კვლავ შემოდიან რუსეთში. ერთი სიტყვით, უკრაინელი სამხედროების  მხრიდან პროვოკაცია გრძელდება. თქვენ აგრძელებთ ზღაპრების თხრობას იმის შესახებ, რომ დონეცკში მცხოვრებნი თავს იბომბავენ. ბოლოს მინდოდა მეთქვა რომ ჩვენ უკრაინელი ხალხის მიმართ კი არ ვართ აგრესიულები, არამედ ხუნტის მიმართ, რომელიც კიევშია. სიაში მეტი სპიკერი არ არის, ეს შეხვედრა გადაიდო“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ.

აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა სთხოვა უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს, უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.   მან განაცხადა,რომ  უგუნური რუსეთი “ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას მეზობელზე თავდასხმისა და გაერო-ს დასამხობად”.

„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე,     გაეროსა და მის წევრ ყველა სახელმწიფოზე თავდასხმის ტოლფასია. მე ეს დღეს დილით გენერალურ ასამბლეაზე განვაცხადე და ახლა კიდევ ერთხელ განვმეორდები. რუსმა მოსახლეობამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, რამდენი მათი მოქალაქის სიცოცხლეს გაწირავს პუტინი მისივე ცინიკური ამბიციებისთვის. უშიშროების საბჭოს პასუხისგებელი წევრები ერთად დავდგებით და ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით. ამას გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს უგუნური და უპასუხისმგებლო წევრი, ბოროტად იყენებს მის უფლებამოსილებას თავის მეზობელზე თავდასხმისა და გაეროსა და ჩვენი საერთაშორისო სისტემის დასამხობად“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა.

აშშ-ს ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა ოთხშაბათს თქვა, რომ იგი ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ, “რომელმაც მთხოვა, მაქსიმალურად მტკიცე სიტყვებით გამომეთქვა მისი – და ჩვენი – მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend