საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერის გვერდზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ღარიბაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია.
We #StandWithUkraine. Military attack on sovereign country is unacceptable. We call on international community to apply all possible measures to stop blatant violation of international order by Russia and avoid further military escalation.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 24, 2022
„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, – წერს ტვიტერზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.