მთავარიკუბივინ ავრცელებს დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ სოციალურ ქსელის ქართულ სეგმენტში

ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ სოციალურ ქსელის ქართულ სეგმენტში

უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დაძაბვის პარალელურად სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაა.  ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბად ყალბ ვიდეოებს გამოიყენებდა.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა ფირმა „ნიუსგარდმა“ ჩაატარა კვლევა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა უკრაინასთან დაკავშირებული სამი ნარატივი, რომლებსაც ავრცელებენ რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებები. პირველი ნარატივით, დასავლეთმა უკრაინაში 2014 წელს მოაწყო გადატრიალება. მეორე –  უკრაინის პოლიტიკაში დომინირებს ნაცისტური იდეოლოგია, დონბასში კი უკრაინელები ეთნიკურ რუსებს ავიწროებენ.

დეზინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელსაც ავრცელებენ რუსული მედიასაშუალებები და სოციალურ ქსელში მოქმედი რუსული ანგარიშები, მიმართულია ქვეყნის შიდა აუდიტორიაზე, თუმცა რუსეთის მხარდამჭერი ჯგუფები საქართველოდან ცდილობენ, ქართველი მომხმარებლებიც შეიყვანონ შეცდომაში.

რა ტიპის დეზინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში უკრაინასთან დაკავშირებით, მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თამარ კინწურაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, დეზინფორმაციის დიდი ნაწილი „ალტინფოს“ წარმომადგენლებისგან მოდის.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend