მთავარიმსოფლიოგანმეორებული ისტორია - უკრაინის მოვლენები საქართველოში ბევრს 2008 წელს ახსენებს

განმეორებული ისტორია – უკრაინის მოვლენები საქართველოში ბევრს 2008 წელს ახსენებს

საქართველოს მოქალაქეები პარალელს ავლებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და 2008 წელს საქართველოში რუსულ ინტერვენციას შორის. მას შემდეგ, რაც კრემლმა ოკუპირებული დონბასის რეგიონში ეგრეთ წოდებული ორი სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა,  საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს მოკავშირე სახელმწიფოში მოსკოვის მტრულ პოლიტიკას.

2008 წელს, საქართველოში რუსეთის ფედერაციის არმიის შემოჭრისას, სალომე სამადაშვილი ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი იყო, ამჟამად იგი ოპოზიციონერი პარლამენტარია. მისი თქმით, რუსეთი უკრაინასა და საქართველოში ერთი სცენარით მოქმედებს.

”2008 წელს, როდესაც მე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიყავი, დასავლეთის მიერ საქართველოსათვის დაუფასებელი დახმარების გაწევის ფონზე, ამავე დროს საკმაოდ გამიჭირდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების დარწმუნება რომ ვლადიმერ პუტინი მხოლოდ საქართველოში შემოჭრით არ შემოიფარგლებოდა და რომ კრემლის შემდეგი სამიზნე უკრაინა იყო. იმედი მაქვს რომ ამჯერად ჩვენი მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში, საერთაშორისო საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან და დასავლეთი მიიღებს შესაბამის ზომებს რათა წერტილი დაესვას რუსულ აგრესიას, ვინაიდან როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, მისი სამიზნე მხოლოდ დონბასი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია არ არის”, – ამბობს პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცე პოზიციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ უკრაინის წინაშე არსებული გამოწვევები პირდაპირ უკავშირდება საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს.

”უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კავშირშია საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დადგნენ მყარად და იყვნენ მკაფიო მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისას, საქართველოს მოსახლეობის და ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

კიევი და თბილისი მოკავშირეები არიან, ორივე სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია ორი სახელმწიფოს ევროატლანტიკური მისწრაფებები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend