მთავარიკუბიევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის დასაცავად კიბერუსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფს ქმნის

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის დასაცავად კიბერუსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფს ქმნის

ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ჯგუფში 12 ექსპერტი იქნება გაწევრიანებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ქვეყნებია: ლიეტუვა, ხორვატია, პოლონეთი, ესტონეთი, რუმინეთი და ნიდერლანდები. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ისინი ვალდებული არიან, დაიცვან უკრაინა კიბერშეტევებისგან როგორც დისტანციურად, ისე  ადგილზე, ქვეყნის შიგნიდან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჰიბრიდული ომის დროს რუსეთისთვის კიბერთავდასხმა უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია“, – აღნიშნავენ ევროკავშირის კიბერჯგუფის ექსპერტები.  მათივე თქმით, სამომავლოდ კიბერთავდასხმის შემთხვევების ალბათობა ძალიან მაღალია. ყველაზე ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა რუსეთი კიბერთავდასხმაში დაადანაშაულეს, როდესაც დროებით გაითიშა უკრაინული ბანკების კომპიუტერული სისტემა და სახელმწიფო ვებგვერდები.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ტვიტერზე წერს: „უკრაინის მოთხოვნით, ჩვენ ვააქტიურებთ კიბერსფეროში სწრაფი რეაგირების ჯგუფს, რომელსაც უხელმძღვანელებს ლიეტუვა. ჯგუფი დაეხმარება უკრაინულ ინსტიტუტებს, გაუმკლავდნენ მოსალოდნელ საფრთხეებს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend