ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ჯგუფში 12 ექსპერტი იქნება გაწევრიანებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ქვეყნებია: ლიეტუვა, ხორვატია, პოლონეთი, ესტონეთი, რუმინეთი და ნიდერლანდები. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ისინი ვალდებული არიან, დაიცვან უკრაინა კიბერშეტევებისგან როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე, ქვეყნის შიგნიდან.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჰიბრიდული ომის დროს რუსეთისთვის კიბერთავდასხმა უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია“, – აღნიშნავენ ევროკავშირის კიბერჯგუფის ექსპერტები. მათივე თქმით, სამომავლოდ კიბერთავდასხმის შემთხვევების ალბათობა ძალიან მაღალია. ყველაზე ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა რუსეთი კიბერთავდასხმაში დაადანაშაულეს, როდესაც დროებით გაითიშა უკრაინული ბანკების კომპიუტერული სისტემა და სახელმწიფო ვებგვერდები.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ტვიტერზე წერს: „უკრაინის მოთხოვნით, ჩვენ ვააქტიურებთ კიბერსფეროში სწრაფი რეაგირების ჯგუფს, რომელსაც უხელმძღვანელებს ლიეტუვა. ჯგუფი დაეხმარება უკრაინულ ინსტიტუტებს, გაუმკლავდნენ მოსალოდნელ საფრთხეებს“.
In response to #Ukraine request 🇱🇹🇳🇱🇵🇱🇪🇪🇷🇴🇭🇷 are activating LT-led Cyber Rapid Response Team, which will help 🇺🇦institutions to cope with growing cyber threats. #StandWithUkraine pic.twitter.com/posfmv3rVT
— Lithuanian MOD (@Lithuanian_MoD) February 22, 2022