მთავარიევროპაუკრაინარუსი სამხედროები დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით გადაადგილდებიან

რუსი სამხედროები დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით გადაადგილდებიან

დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაძაბულობა კვლავ იზრდება.

ნატოში ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკა აღიარა, რუსეთის ჯარებმა უკრაინის საზღვარი დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით გადაკვეთეს.

თუმცა, გავრცელებული მოსაზრებით, რუსეთი, სეპარატისტების მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2014 წლიდან რეგიონში ფარულად მოქმედებს.

დონეცკის მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი, პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებით კმაყოფილია.

გავრცელებული ინფორმაციით, აჯანყებულებსა და უკრაინულ ძალებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება.

მეამბოხეები ამბობენ, რომ უკრაინელი სამხედროები საცხოვრებელი ტერიტორიების დაბომბვას აპირებენ,  თუმცა  უკრაინელები ამტკიცებენ, რომ ისინი საპასუხო ცეცხლს არ გახსნიან.

უკრაინის დედაქალაქში მცხოვრებნი შიშობენ,  რომ ფრონტის ხაზი შეიძლება გაფართოვდეს.

კიევში მცხოვრები ზოგიერთი რუსი შეშფოთებას ვერ მალავს.

მოსკოვი აცხადებს, რომ აპირებს უკრაინიდან დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციას, რადგან დუმამ პრეზიდენტ პუტინს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ძალის გამოყენების უფლება მისცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend