მთავარიევროპაუკრაინამდგომარეობა კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე სოფლებში

მდგომარეობა კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე სოფლებში

კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე უკრაინული სოფლების, პავლოვოს და ნოვოსელოვსკის მოსახლეობა  სოფლის საერთო კრებაზე იკრიბება. დაძაბულობამ  მას შემდეგ იმატა, რაც რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთით სეპარატისტული რეგიონების, ლუგანსკისა და დონბასის დამოუკიდებლობა აღიარა.

“ამ მომენტისთვის ჩვენ არ ვსაჭიროებთ დამატებით დახმარებას. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია. შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა. ღმერთმა არ ქნას თუ შეიცვლება, ჩვენ მზად ვართ თავდაცვისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკრაინული ჯარი გვერდში დაგვიდგება და დაგვიცავს”, – ამბობს ალექსანდრე კონსტანტინოვიჩი, პავლოპოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

თითქმის რვაწლიანი საომარი მოქმედებების შემდეგ 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შეტაკებების მკვეთრი ზრდა ბოლო დღეებში ქმნის მოლოდინს, რომ მოსკოვს შეუძლია ეს სიტუაცია შეჭრის საბაბად გამოიყენოს.

„ადამიანები დაიღალნენ, რვა წელი ომია. იყო ზავი და ახლა სროლები განახლდა. რისთვის გვჭირდება დიპლომატია, თუ კი იარაღის ენით  ველაპარაკებით ერთმანეთს? აგრესორი პუტინი ამბობს, რომ ყველა ომი და დაპირისპირება მოლაპარაკებების მაგიდით სრულდება“,  – ამბობს აქ მცხოვრები ვიქტორი.

სოფლები 2014 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ პრაქტიკულად დაცარიელდა.

„აქ შეგიძლიათ 50-მდე მიტოვებული სახლი დაითვალოთ, სრულიად ცარიელი. უფრო მეტი სახლი დაინგრა არა ომით, არამედ იმის გამო, რომ მიატოვეს“, – წუხს ადგილობრივი ნინა.

პავლოვის და ნოვოსელოვსკის მცხოვრებლებს, ჯერ კიდევ კრიზისის მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტის იმედი აქვთ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend