მთავარი ევროპა უკრაინა დონეცკსა და ლუჰანსკში "მშვიდობის უზრუნველყოფა" რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაევალა

დონეცკსა და ლუჰანსკში “მშვიდობის უზრუნველყოფა” რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაევალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა, დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკებში”მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა “უზრუნველყონ მშვიდობა”. ამის შესახებ საუბარია ბრძანებებში, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა.

„ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი მიმართვასთან დაკავშირებით, შეთანხმების გაფორმებამდე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განახორციელოს მშვიდობის მხარდასაჭერი ფუნქცია“ , – ნათქვამია განკარგულებაში.

ანალოგიურია ნათქვამი დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის შესახებ განკარგულებაშიც.

ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამართოს მოლაპარაკებები ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. “რესპუბლიკებთან“ დიპლომატიური ურთიერთობების, მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend