მთავარიევროპაუკრაინაშეხვდებიან თუ არა ერთმანეთს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები? - ვითარება ოკუპირებულ დონბასში...

შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები? – ვითარება ოკუპირებულ დონბასში მწვავდება

ოკუპირებულ დონბასის რეგიონში ვითარება იძაბება. ბოლო დღეების განმავლობაში პრო – რუსი სეპარატისტები აქტიურად ბომბავენ უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი კი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას მოითხოვს.

უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო 24 საათში პრო – რუსმა სეპარატისტებმა მინსკის პროტოკოლით აკრძალული მსხვილი კალიბრის შეიარაღებით ცეცხლი 80 ჯერ გახსნეს, შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა.

პრო – რუსმა სეპარატისტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლი ბოლო 5 დღის განმავლობაში 94 ჯერ გახსნეს, დაიჭრა ორი მოქალაქე და დაზიანდა 44 სკოლისა და საცხოვრებელი სახლის შენობები.

უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ მათ საპასუხო ცეცხლის გახსნის შეზღუდული უფლება აქვთ.

“ჩვენ საპასუხო ცეცხლის გახსნის უფლება შეზღუდულად გვაქვს, იმისათვის, რომ მტრის პროვოცირება ავიცილოთ თავიდან. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენი მეთაურები ცეცხლის დაბრუნების უფლებას ყოველთვის არ გვაძლევენ და ჩვენ ვემორჩილებით მითითებებს. მტერი ელოდება როდის ვუპასუხებთ. პოლიტიკური შეთანხმება თუ არ იარსებებს კრიზისი სამხედრო გზით გადაიჭრება“, – ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი ზახარ ლეშუშუნი.

უკრაინის ჩრდილოეთ სახელმწიფო საზღვართან მიმდინარე მოსკოვისა და მინსკის ერთობლივი სამხედრო მანევრები კიევიდან 75 კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციამ გამართა ბირთვული ჯარების სამხედრო მანევრებიც,  რუსული სამხედრო წვრთნები შავ ზღვაშიც მიმდინარეობს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინელ კოლეგას შეხვდნენ. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი კი აცხადებს, რომ მიესალმება პუტინისა და ბაიდენს შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დიპლომატია არ იქნება საკმარისი, მოსკოვისათვის დასაწესებელი სანქციების პაკეტი უკვე მზად არის.

“ნებისმიერი ფორმატი, რომელიც დიალოგის გზით ომს თავიდან აგვაცილებს საჭიროა და წარმოადგენს კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზას. რაც შეეხება სანქციებს, მესმის, რომ ეს სათუთი საკითხია და ჩვენი წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხს შეისწავლიან, მზადება დასრულებულია და საჭირო მომენტში მოვიწვევთ საგარეო საკითხთა კომისიის სხდომას და დავაწესებთ სანქციებს“, – აცხადებს ჟოზეფ ბორელი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სანქციების დაწესებას უკვე ამ ეტაპზე მოითხოვს.

“საჭიროა სანქციების ახლავე დაწესება. სწორედ ეს ვუთხარი ჩემს ევროპელ კოლეგებს. მოსკოვისათვის სანქციების დაწესების ბევრი მიზეზი უკვე არსებობს. ამ ფორმით ევროკავშირი დაამტკიცებს, რომ საუბრის გარდა მზად არის ქმედებისთვისაც“, – მიიჩნევს დმიტრო კულება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ორივე ლიდერი ამას საჭიროდ ჩათვლის. უკრაინის აღმოსავლეთში კი ვითარება სწრაფად მწვავდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend