მთავარისაქართველო"რიყის დოქები" აუქციონზეა

“რიყის დოქები” აუქციონზეა

მთავრობა"რიყის დოქების" საპრივატიზაციო ფასს 20 მლნ ლარით ამცირებს, აუქციონის საწყისი ფასი 10 მლნ ლარია

„ქვეყნის მთავარი ამოცანა ეკონომიკის ზრდაა. ყველა ის რესურსი, რომლებიც სახელმწიფოს გააჩნია, გამოყენებული უნდა იყოს იმისთვის, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, დღეს მთავრობის წევრების მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ეკონომიკის ზრდა იყო.

ე.წ. „რიყის დოქები“ ისევ აუქციონზეა. ეს სახელმწიფოს რიგით მეექვსე მცდელობაა, გაყიდოს ნაგებობა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. „რიყის დოქების“ საწყისი ფასი აუქციონზე 10 მილიონი ლარი იქნება. ამასთან ერთად, მყიდველმა უნდა დააკმაყოფილოს ორი პირობა.

„პირობა არის, რომ მინიმუმ 20 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ამიტომ მონაწილემ შესაბამისი გარანტიები უნდა წარმოადგინოს. მეორე მნიშვნელოვანი პირობა ის არის, რომ გვინდა, სწრაფად მივიღოთ შედეგები. არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში [36 თვე] უნდა განხორციელდეს აუქციონის პირობებით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა“, – ამბობს ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

ლევან დავითაშვილის განცხადებით,  მთავრობის წევრებს სურთ, რომ ე.წ. „რიყის დოქებში“ ტურისტული ცენტრი მოეწყოს. ფიქრობენ ღვინის მუზეუმის შექმნასაც.

„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ალბათ ყველაზე ღირებული, რაც კი მსოფლიოში შეიძლება არსებობდეს. არტეფაქტები ეროვნულ მუზეუმში არის შენახული, თუმცა ვფიქრობ, რომ მსხვილმასშტაბიანი ინტერაქტიული, სამუზეუმო სივრცე, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და ქართული ღვინის უნიკალურობას აჩვენებს მნახველებს, იქნებოდა მნიშვნელოვანი“, – განმარტა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ტურიზმი 80%-ითაა გაზრდილი. ახლა კი მთავარ გამოწვევად ქვეყანაში 2019 წლის მაჩვენებელთან მიახლოება რჩება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend