მთავარიევროპაუკრაინაკრიზისი აღმოსავლეთ ევროპაში: უკრაინელ და პრო-რუს ჯარისკაცებს შორის შეტაკებები გრძელდება

კრიზისი აღმოსავლეთ ევროპაში: უკრაინელ და პრო-რუს ჯარისკაცებს შორის შეტაკებები გრძელდება

უკრაინის აღმოსავლეთით პრო – რუს სეპარატისტებსა და უკრაინელ სამხედროებს დაწყებული დაპირისპირების შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

აღმოსავლეთ უკრაინაში საარტილერიო დაბომბვის შედეგად ადგილობრივებს დიდი ზარალი მიადგათ. სოფელ ნოვოგნატივკაში 16 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

“ვითარება ახლა 2014 წელთან შედარებით უარესია. მაშინ შედარებით ნაკლები ბრძოლა იყო. ყველანი ნერვული აშლილობის ზღვარზე ვართ და წასასვლელი არსად გვაქვს.  ეს გესმით? ფული რომ მქონდეს წავიდოდი, მაგრამ ჩემი პენსიის იმედად ვერსად წავალ. შეაჩერეთ ომი, უთხარით ზელენსკის, უთხარით პუტინს რომ ომი შეჩერდეს. ასე ცხოვრება შეუძლებელია. ყველა იმავეს გეტყვით, საჭიროა შეთანხმების მიღწევა, მათ შორის ვაშინგტონის მონაწილეობით, ყველა პასუხისმგებელია. ჩვენ ვიტანჯებით, ჩვეულებრივი ხალხი ვართ და ძალიან გვიჭირს“, – წუხს ადგილობრივი ეკატერინა ევსეევა.

უკრაინელ ჯარისკაცებს და პრო – რუს სეპარატისტებს შორის ფრონტის ხაზზე საარტილერიო დუელი მიმდინარეობს, ოკუპირებული დონბასის რეგიონში კი მოსკოვმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა.

პრო – რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებით უკრაინული არმიის თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

“სად წავიდეთ? დავუშვათ რომ აქედან წავედით, ვინმე სადმე გველოდება? სად წავიდე? ვინ მიმიღებს? შეიძლება ერთი ორი დღით სადმე თავი შევაფარო, მაგრამ შემდეგ? უკან როდესაც დავბრუნდები აღარაფერი დამხვდება“, – ამბობს ნადეჟდა მანჰა.

კიევში, წმინდა მიქაელის სახელობის მონასტერში მოსახლეობა მშვიდობისთვის ლოცულობს. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ლიტურგიებს ქვეყნის ყველა ეკლესიაში ატარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend