მთავარისაქართველოარ არის აუცილებელი იყო ექიმი, რომ სიცოცხლის გადარჩენა შეძლო

არ არის აუცილებელი იყო ექიმი, რომ სიცოცხლის გადარჩენა შეძლო

„მე არაერთი სიცოცხლე გადავარჩინე, რა არის შენი სუპერ ძალა- ასეთი იყო ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორების“ მიერ მზიურის პარკში გამართული ღონისძიების გზავნილი.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ისინი, ვინც უანგაროდ გაიღო სისხლი და ის ადამიანები, რომელთა სიცოცხლის გადარჩენა სწორედ ამ დონორების საშუალებით შეძლეს.

დონორები ამბობენ, რომ ვერც კი წარმოიდგენდნენ, ეს, ერთი შეხედვით, პატარა საქმე ასეთი ამაღელვებელი თუ იქნებოდა.

„როცა დეტალურად ამიხსნეს, რამხელა სიკეთე შეიძლება მოიტანოს ამან და რა მარტივია ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ბევრი აღარ მიფიქრია. როცა უკვე სისხლის ჩასაბარებლად მიდიხარ და ამის ნაწილი ხდები, მერე განსაკუთრებული კმაყოფილების გრძნობა გაქვს. ეს ყველაფერი ღირს იმ მცირე ძალისხმევად. სულ 15 წუთი გრძელდება პროცედურა და ძალიან მარტივად შეგიძლია ეს სიკეთე გააკეთო. თვითონ პაციენტს არ დაურეკავს, მაგრამ მისმა შვილმა დამირეკა და ძალიან ემოციურად, ცრემლნარევი ხმით მადლობა გადამიხადა. რთული იყო ამასთან გამკლავება“, – ამბობს სისხლის დონორი მინდია გაფრინდაშვილი.

ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორების“ მიზანია სისხლის დონაციის პოპულარიზაცია და სისხლის მარაგების დეფიციტის თავიდან აცილება. გუნდის შუამავლობით და 1300-ზე მეტი უანგარო დონორის დახმარებით 800-ზე მეტმა ადამიანმა შეინარჩუნა სიცოცხლე.

საღამო დასრულდა კონცერტით, რომელშიც ქართველი მომღერლები და მუსიკოსები მონაწილეობდნენ. დონორებს კი სიმბოლურად საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი სუპერგმირების მანტია გადაეცათ. აქ ერთმანეთს შეახსენეს, რომ არ არის აუცილებელი იყო ექიმი, რომ სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend