მთავარიევროპაუკრაინარუსეთის ჯარის ნაწილი ყირიმს ტოვებს - ვიდეოს რუსი სამხედროები ავრცელებენ

რუსეთის ჯარის ნაწილი ყირიმს ტოვებს – ვიდეოს რუსი სამხედროები ავრცელებენ

რუსეთის ჯარის ნაწილი ყირიმიდან ჩეჩნეთში ბრუნდება, ვიდეოს რუსი სამხედროები ავრცელებენ, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა.

რუსეთი კი კვლავ უარყოფს უკრაინაში სამხედრო ძალის გამოყენების მცდელობას. ოფიციალური პირების განცახადებით, როგორც კი დასრულდება სამხედრო წრთვნები ყირიმში, დისლოცირებული ჯარები უკრაინის საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს დატოვებენ.

,,რუსეთის დადანაშაულების მცდელობა უშედეგო და უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას უკრაინის ბრალეულობისგან. მინდა განვაცხადო,  რომ ძალზედ იმედგაცრუებულები ვართ ჩვენი კოლეგებით, რომლებიც სირაქლემას პოზიციას იკავებენ და არ  სურთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშენინმა.

გაეროში უკრაინის პარლამენტის წარმომადგენელი სერგეი კისლიცია აცხადებს, რომ უკრაინას კვლავ სურს, რომ რუსეთ-უკრიანის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

,,უკრიანის მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა სჭირდება არამარტო თავისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამავდროულად კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ თუკი რუსეთი ვითარების ესკალაციას გადაწყვეტს, უკრაინა მზად იქნება რომ თავი დაიცვას”, – ამბობს სერგეი კისლიცია.

უკრაინა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში საბავშვო ბაღზე თავდასხმაში ადანაშაულებს. სეპარატისტები უარყოფენ ბრალდებას და უკრაინას გამყოფ ხაზთან ახლოს დაბომბვაში სდებენ ბრალს .

თუმცა მიუხედავად ამ ბრალდებისა, საბავშვო ბაღზე თავდასხმა  ოფიციალურად, მიუკერძოებელ მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია.

ბელარუსის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების პატრულირება და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცების მობილიზება, უკრაინასა და დასავლეთში საფრთხედ აღიქმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend