მთავარიევროპასაფრანგეთიკლიმატის ცვლილება: ნორმანდიის სანაპიროზე ცარცის კლდის მონაკვეთი ჩამოინგრა

კლიმატის ცვლილება: ნორმანდიის სანაპიროზე ცარცის კლდის მონაკვეთი ჩამოინგრა

საფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროზე ცარცის კლდეების უზარმაზარი მონაკვეთი ჩამოინგრა, რაც სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილების შედეგად დაჩქარებული ეროზიის შედეგია.

“ცვლილება უზარმაზარია: თუ აქამდე წელიწადში სამ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ახლა შემთხვევათა რაოდენობა ათეულზე მეტია. საუბარია ნორმანდიის სანაპიროს მხოლოდ 30 კილომეტრიან მონაკვეთზე. ამ პროცესში გლობალურ დათბობას დიდი წვლილი მიუძღვის.  ჰაერის ტემპერატურა გაიზარდა, უხვი ნალექის შედეგად ნესტი კლდის შრეებში აღწევს და ცარცის ჩამოშლას იწვევს”, – ამბობს შკიპერი სტეფან დოდივერსი.

სოფელ ლე ტილეს მერი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ადგილობრივებსა და მოგზაურებს რისკების შესახებ აფრთხილებს.

“დაბლა ჩასვლა ძალიან საშიშია, მარჯვნივ შესაბამისი ნიშანია, ამიტომაც არ უნდა ჩახვიდეთ, ეს ოფიციალური გადაწყვეტილებაა. აქვეა მეორე ადგილი, სადაც კლდე ჩამოინგრა, უფრო დიდია რაც ვნახეთ, ძალიან შთამბეჭდავია.ვფიქრობ, რომ ეს ხანგრძლივი წვიმების შედეგია.  თუმცა უნდა ვიკითხოთ რამდენად უკავშირდება ეს პროცესი კლიმატის ცვლილებას. სეროზული პრობლემაა, რადგან თუ ეს აქ ხდება, ეს ნიშნავს, რომ რეგიონის სხვა კლდეებსაც საფრთხე ემუქრება. ჩვენი სანაპირო ძალიან სწრაფად იცვლება”, – ამბობს სოფელ ლე ტილე.

ცოტა მოშორებით კრიელ-სურ-მერში, მუნიციპალიტეტმა უძრავი ქონების შესყიდვა დაიწყო. იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობის საშიში ტერიტორიიდან გაყვანა.

“ჩვენ ახალა ზღვის დონიდან 70 მეტრზე ვიმყოფებით, ეს ძალიან მაღალი კლდეა. როცა კლდე ჩამოინგრა, გზის ნახევარი დაზიანდა. პროცესი კი გრძელდება. სახლი, რომელსაც ახლა ხედავთ, უახლოესი კვირის განმავლობაში დაინგრევა”, – ამბობს კრიელ-სურ-მერის მერი ალეინ ტროუსენი.

ყოველწლიურად საშუალოდ 30 სანტიმეტრი სანაპირო ზოლი იკარგება. დიეპიდან არც თუ ისე შორს, კლდის ჩამონგრევის შედეგად სანაპირომ კიდე 30 მეტრით უკან დაიწია.

კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს ევროპის სანაპიროებზე.

ნორმანდიაში გიგანტური კლდეები უფრო ხშირად იშლება. ეროზიის პროცესი დაჩქარებულია, ზღვის დონე მაღლა იწევს. კლიმატის ცვლილება კი უფრო და უფრო საშიში ხდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend