მთავარიამბებიაშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის წინაპირობებს ქმნის

აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის წინაპირობებს ქმნის

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრისთვის წინაპირობებს ქმნის. ეს შესაძლოა, იყოს ძალადობრივი მოვლენა, რომელსაც რუსეთი უკრაინას დააბრალებს, ან აღმაშფოთებელი ბრალდება, რომელსაც ისინი უკრაინის მთავრობას წაუყენებენ. მისი თქმით, მათ ზუსტად არ იციან რა ფორმა შეიძლება მიიღოს ამ ყველაფერმა.

ენტონი ბლინკენის თქმით, ეს ასევე შესაძლოა იყოს დადგმული ე.წ. ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე. საერთო სასაფლაოს გამოგონილი აღმოჩენა ან თუნდაც დრონით თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, მისი თქმით, გამორიცხული არც ქიმიური თავდასხმაა.

შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა, მის მიერ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებების გამოქვეყნებაზე.

რუსეთი უარყოფს, რომ მეზობელ ქვეყანაში შეჭრას აპირებს. რუსულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ  საზღვარზე მობილიზებული 100 000 ჯარისკაცს შორის ნაწილი, ბაზებზე დაბრუნებას აგრძელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშენინი ამბობს, რომ რუსეთის დადანაშაულების მცდელობა უშედეგო და უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას უკრაინის ბრალეულობისგან.

სერგეი ვერშინი აღნიშნავს, რომ ძალზედ იმედგაცრუებულები არიან მათი დასავლელი კოლეგებით, რომლებიც სირაქლემას პოზიციას იკავებენ და არ სურთ, რეალობას თვალი გაუსწორონ.

ამავდროულად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთმა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან გააძევოს ამერიკული მისიის უფროსის მოადგილე ბარტ გორმანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend