მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში ერთიანობის დღე იზეიმეს

უკრაინაში ერთიანობის დღე იზეიმეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ერს ერთიანობის დღე მიულოცა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშობლოს დაცვას მხოლოდ ერთიანობის გზით შეძლებენ.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ერთიანობის დღეა. ჩვენ ვართ განსხვავებულნი, სხვადასხვა ასაკის, სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, ნიჭის, ცოდნის და მრწამსის, მაგრამ ერთი ნატვრა გვაერთიანებს, რომ ვიცოცხლოთ, ვიცხოვროთ სიმშვიდეში და ვიყოთ ბედნიერნი, ერთად შეკრული როგორც დიდი ოჯახი, უფლება გვაქვს ეს ყველაფერი გვქონდეს ვინაიდან სახლში ვართ, ჩვენ უკრაინაში ვართ. არავის ისე არ ეყვარება ჩვენი სახლი, როგორც ჩვენ, ჩვენი სახლის დაცვა კი მხოლოდ ერთად შეგვიძლია. გილოცავთ ერთიანობის დღეს, ბედნიერი დღე ყოფილიყოს უკრაინის აღმოსავლეთში და დასავლეთში, სამხრეთსა და ჩრდილოეთში. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და სწორედ ასე ვიქნებით ძლიერნი“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას.

უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში სახელმწიფო დროშები გამოფინეს.

ასობით ადამიანი მივიდა დედაქალაქში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც 200 მეტრის სიგრძის სახელმწიფო დროშა გაშალეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ერთიანობის დღეს ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან მიღებული უახლესი იარაღის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დმიტრო კულებას თქმით, მტერი სამჯერ დაფიქრდება სანამ უკრაინას თავს დაესხმება.

“დღეს მოკავშირეებისგან ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი შეიარაღება მივიღეთ. ეს იარაღი მტერს სამჯერ დააფიქრებს სანამ ესკალაციაზე წავა, ვინაიდან ამ იარაღის პირისპირ მტრის დანაკარგები კოლოსალური იქნება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

დასავლეთის დედაქალაქებში არ სჯერათ, რომ უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებული რუსული არმია უკან ყაზარმებში ბრუნდება, იგივეს ფიქრობენ კიევში. ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend