მთავარიაზიაჩრდილოეთ კორეაჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ირის დაბადებიდან 80-ე წლისთავი იზეიმეს

ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ირის დაბადებიდან 80-ე წლისთავი იზეიმეს

ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობა სახელმწიფოს ბელადის, კიმ ჩენ ინის მამის და ყოფილი ლიდერის, კიმ ჩენ ირის დაბადებიდან 80 – ე წლისთავს ზეიმობს.

საზეიმო ღონისძიებები უკიდურეს ყინვაში მასობრივი შეკრების ფორმით გაიმართა, მხოლოდ არ იყო ბალისტიკური რაკეტებით გაფორმებული სამხედრო აღლუმი.

ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს, კიმ ჩენ ინს „კაშკაშა ვარსკვლავის დღის“, იგივე კიმ ჩენ ირის, დაბადების დღის ზეიმზე თანაპარტიელები დედაქალაქ ფხენიანთან ახლოს მდებარე ქალაქ სამიონგში შეუერთდნენ, სახელმწიფო ნარატივის თანახმად სწორედ ამ პატარა ქალაქთან ახლოს მდებარე პარტიზანთა ბანაკში დაიბადა, ჩრდილოეთ კორეის მეორე ბელადი, კიმ ჩენ ირი 1941 წლის 16 თებერვალს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში აღბეჭდილია კიმ ჩენ ირის გიგანტურ ქანდაკებასთან შეკრებილი მოსახლეობა, სახელმწიფო მედიის ჟურნალისტთა თქმით მოქალაქეები ერის გრანდიოზულ ზეიმში იღებდნენ მონაწილეობას.

ატომური იარაღით შეიარაღებული კომუნისტური დიქტატურის მეთაურის მათ წინაშე გამოჩენას ხალხი ოვაციებით შეხვდა.

კიმ ჩენ ინმა მისი მმართველობის პირობებში დიდი მოცულობით სახელმწიფო ინვესტიციები ჩადო ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც შეეხება სამხედრო მიმართულებას, იანვრიდან მოყოლებული ჩრდილოეთ კორეამ საერთო ჯამში სარაკეტო ჯარებისათვის თანამედროვე იარაღის 7 სამხედრო გამოცდა ჩაატარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend