მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ წელს ვენეციის ცნობილი კარნავალი პირველად იმართება. ადგილობრივებიც და ტურისტებიც აღნიშნავენ, რომ გასულ წლებთან შედარებით, კარნავალს გაცილებით ნაკლები დამსწრე ჰყავს, თუმცა ისინი მაინც მოხარულები არიან, რომ ტრადიციული ღონისძიება იმართება. ვენეციის კარნავალი 1 მარტამდე გასტანს.
ვენეციელებმა და ტურისტებმა ვენეციის კარნავალის დაწყების აღსანიშნავად ქირურგიული პირბადეები საკარნავალო ნიღბებითა და კოსტიუმებით შეცვალეს. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასულ პარასკევს მოიხსნა ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება. სტუმრები და ტურისტები სან მარკოს მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ვერ მალავდნენ აღტაცებასა და კმაყოფილებას, რომ ისევ მიეცათ კარნავალზე დასწრების საშუალება. პანდემიის გამო აქამდე კარნავალის გამართვა აკრძალული იყო.
მართალია, წელს ცოტა ხალხია, თუმცა სტუმრები მაინც მოხარულები არიან, რომ მონაწილეობენ ამ კარნავალში და თავიანთი წვლილი შეაქვთ სადღესასწაულო განწყობის შექმნაში.
კარნავალი 12 თებერვალს დაიწყო, თუმცა უკვე დადებითად იმოქმედა ადგილობრივ ტურიზმზე, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს პანდემიის შემდგომ აღდგენას. წლევანდელი კარნავალი პირველ მარტამდე გაგრძელდება.