მთავარიევროპაუკრაინამოსკოვს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვევა

მოსკოვს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვევა

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება დიპლომატიური მოლაპარაკებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის მიერ უკრაინაზე  შესაძლო თავდასხმა. საზღვარზე რუსი სამხედროები არიან  მობილიზებული, თუმცა დეესკალაციის ნიშნები ჯერ არ არის. როგორც ჩანს,  ახლა გადამწყვეტი მომენტია, რომ საომარი მოქმედებები არ დაიწყოს.

თეთრი სახლი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, ახლა საფრთხე რეალურია, რომ რუსეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყოს, რადგან უკრაინის საზღვრებთან რუსეთს დამატებითი ძალები ჰყავს მობილიზებული.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოსკოვში ჩადის. სავარაუდოდ, ეს  უკანასკნელი მცდელობა იქნება, დაარწმუნოს პრეზიდენტი პუტინი, უარი თქვას სამხედრო მოქმედებებზე. ოლაფ შოლცი გუშინ კიევსაც ეწვია პრეზიდენტ ზელენსკის მხარდასაჭერად.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მზად არის, რუსეთთან გამართოს სერიოზული დიალოგი ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა წარადგინეს წინადადებები, რომლებსაც გერმანიაც უჭერს მხარს. ახლა რუსეთისგან ელიან პასუხს.

მოგვიანებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა და ამცნო, რომ შესაძლოა, რუსეთი 16 თებერვალს შეიჭრას უკრაინაში. ამის საპასუხოდ უკრაინა ამ დღეს ერთიანობის დღედ გამოაცხადებს,  მისი თქმით, შესაბამის განკარგულებაზე ხელი უკვე მოწერილია. უკრაინელები გამოფენენ დროშებს, გაიკეთებენ ყვითელ და ლურჯ ლენტებს და მთელ მსოფლიოს დაანახებენ უკრაინის ერთიანობას.

ტელევიზიით გადასცეს, რომ  მოსკოვში პუტინი და ლავროვი მოლაპარაკებებს განიხილავდნენ. როგორც ჩანს, ეს ერთგვარი გზავნილია. პუტინს თავად სჯერა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია პრობლემის  დიპლომატიური გზით მოგვარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend