მთავარიკუბი2021 წელს გამომძალველი პროგრამების 74% დიდი ალბათობით რუსეთთან იყო დაკავშირებული

2021 წელს გამომძალველი პროგრამების 74% დიდი ალბათობით რუსეთთან იყო დაკავშირებული

ახალი კვლევის მიხედვით, 2021 წელს კიბერგამომძალველი პროგრამების 74% „დიდი ალბათობით“ რუსეთთან იყო დაკავშირებული.

კიბერანალიტიკური ორგანიზაციის Chainalysis კვლევის მიხედვით, კრიპტოვალუტით გადახდილი 400 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გაეგზავნა ჯგუფებს, რომლებიც „დიდი ალბათობით დაკავშირებული არიან რუსეთთან“. Chainalysis-ის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მათ შეძლეს, თვალი მიედევნებინათ, როგორ ხვდებოდა  ფული ცნობილი ჰაკერული ჯგუფების ციფრულ საფულეებში.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მათ შეუძლიათ, გაარკვიონ, არის თუ არა ჰაკერული დაჯგუფება რუსული, რადგან რუსულ ჯგუფებს ახასიათებთ სხვადასხვა სპეციფიკური ნიშანი, მაგალითად, გამომძალველი პროგრამის კოდი ისეა დაწერილი, რომ არ დაზიანდეს ფაილი, თუ ის აღმოაჩენს, რომ მსხვერპლის კომპიუტერი რუსეთში ან დსთ-ს რომელიმე ქვეყანაშია. ამასთან, კვლევის შედეგად გამოიკვეთა კიბერდამნაშავეების ჯგუფი Evil Corp, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ეძებს. აშშ-ის ხელისუფლებამ ჯგუფის წევრებს სანქციებიც დაუწესა.

ბევრი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ ქმედების უკან რუსეთი დგას, თუმცა რუსეთი უკვე მრავალი წელია, უარყოფს  ბრალდებებს.

მიუხედავად ამისა, გასულ თვეს რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის მოთხოვნით დაჯგუფება „დარკსაიდის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც აშშ-მა და რუსეთმა ერთად აღმოფხვრეს კიბერდანაშაული. ეს იყო დაჯგუფება, რომელმაც კიბერთავდასხმა განახორციელა ნავთობსადენ Colonial Pipeline-ზე. შედეგად დაზიანდა საწვავის მილსადენის სისტემები. კომპანიამ გამოსასყიდი ბიტკოინებში გადაიხადა, რამაც გასულ წელს საწვავის ხანმოკლე კრიზისი გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend