მთავარიევროპაშვეიცარიაშვეიცარიაში თამბაქოს რეკლამა აიკრძალება

შვეიცარიაში თამბაქოს რეკლამა აიკრძალება

შვეიცარიის 26 კანტონიდან 16-ში ამომრჩეველთა დაახლოებით 57 პროცენტმა მხარი დაუჭირა თამბაქოს რეკლამის აკრძალვას ყველგან, სადაც მოზარდები ნახავენ მას. თუ ეროვნულ რეფერენდუმზე ხმათა უმრავლესობა დაუჭერს მხარს,   თამბაქოს რეკლამირება სრულად აიკრძალება. ამ მხრივ შვეიცარია ბევრ წამყვან ქვეყანას ჩამორჩებოდა. როგორც ცნობილია, თამბაქოს ზოგიერთ უმსხვილეს კომპანიას სათავო ოფისი აქვს შვეიცარიაში, ისინი აქტიურად ეწევიან თამბაქოს მოხმარების კამპანიას.

ორგანიზაციის „ბავშვები თამბაქოს გარეშე“ პრეზიდენტს ჰანს შტიოკლის მიაჩნია, რომ ეს ნამდვილი მიღწევაა, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც პრევენციის თემაზე სახალხო ინიციატივამ დაარწმუნა მოსახლეობა და კანტონები. მისი აზრით, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საპარლამენტო უმრავლებოსის წინააღმდეგ.

კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე სხვა თემებიც იყო განხილული,  მათ შორის იყო ცხოველებზე ცდების ჩატარების აკრძალვის საკითხიც, თუმცა ამომრჩეველთა 80-მა პროცენტმა მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას.

პოლიტიკური პარტიები, პარლამენტი და მთავრობა ეწინააღმდეგებოდნენ ამ ინიციატივას და აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება სამედიცინო კვლევებზე მძიმე შედეგებს იქონიებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend