ბოლო დროს ლაგოსში იზრდება ფიტნესცენტრების რაოდენობა, რადგან ბევრი მსურველი გამოჩნდა, რომელთაც ფიზიკურ აქტივობებში სურთ მონაწილეობა.
ჯანმოს მიერ 2020 წელს ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს მიხედვით, ადამიანებში, რომლებიც ნაკლებად აქტიურები არიან, 20-დან 30 პროცენტამდე იზრდება გარდაცვალების რისკი, იმათთან შედარებით, ვინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, ადგილობრივები იმ სავარჯიშო დარბაზში დადიან, რომლის საშუალებაც აქვთ. ფიტნესენთუზიასტებისთვის ფორმაში ყოფნა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ნიგერიაში 2020 წელს სავარჯიშო დარბაზების ბიზნესმა სერიოზული დარტყმა მიიღო, როდესაც კორონავირუსის გამო საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ცენტრები დაიხურა. კარანტინის გაუქმების შემდეგ დარბაზებში განახლდა მუშაობა, მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები და ამოქმედდა სანიტარიული წესები.
ლაგოსელებს სჯერათ, რომ ახლა საუკეთესო დროა, რომ ადამიანებმა თავს მიხედონ და ფორმაში იყვნენ.
ლაგოსში ვარჯიში უკვე ყოველდღიური საქმიანობაა. მათთვის ეს ერთგვარი ბიზნესიც არის, რადგან ჯანმრთელობა სიმდიდრეა. მოსახლეობას მიაჩნია, რომ ვარჯიში ყოველთვის საჭიროა.