მთავარიაზიაირანითეირანში ისლამური რევოლუციის 43 -ე წლისთავი იზეიმეს

თეირანში ისლამური რევოლუციის 43 -ე წლისთავი იზეიმეს

ირანის ისლამური რევოლუციის 43 – ე წლისთავს სახელმწიფოს დედაქალაქ თეირანში დიდი ზეიმით შეხვდნენ. კორონავირუსის პანდემიის მიზეზით მეორე წელია რაც ამ ღონისძიებას გასულ წლებთან შედარებით ნაკლები ადამიანი ესწრება.

ისლამური რევოლუციის წლისთავის საზეიმო ღონისძიებები დედაქალაქის რამდენიმე ნაწილში ერთდროულად დაიწყო, ხალხის ნაკადი კი საბოლოო ჯამში აზადის მოედანზე შეიკრიბა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობისას ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით ჩაშლილი მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ განახლდა. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ პსაკის განცხადებით თეირანთან შეთანხმება შესაძლებელია მაგრამ თუ შეთანხმება სასწრაფოდ არ შედგება, მალე ის აზრს დაკარგავს.

საზეიმოდ შეკრებილ მოსახლეობას ხელში ბანერები ეჭირა წარწერით სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, ზოგი კი ამ ორი სახელმწიფოს დროშებს წვავდა.

”სხვადასხვა სირთულეებისა და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად ჩვენ მაინც ვუჭერთ მხარს რევოლუციურ იდეალებს. ამაყნი ვართ მტერთან ბრძოლით და მათთვის წინააღმდეგობის გაწევის”, – ამბობს მოჰამედ ჰასან ტაჰერი, თეირანის მკვიდრი.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსის ომიკრონის შტამი ამჟამად დომინანტია და ოფიციალური მონაცემების თანახმად ამ ვირუსს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უკვე 130 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend