11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერომ 2011 წელს დააწესა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარს უჭერს მეცნიერებასა და განათლებაში თანასწორი გარემოს შექმნას და ამ გზით სქესთა შორის უთანასწორობის აღმოფხვრას. როგორია ქალების როლი მეცნიერებაში, ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორმა ნანა დიხამინჯიამ ისაუბრა.