მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნგრეთს თავის ტერიტორიაზე ნატოს დამატებითი ჯარისკაცები არ სჭირდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნგრეთს თავის ტერიტორიაზე ნატოს დამატებითი ჯარისკაცები არ სჭირდება

უნგრეთს თავის ტერიტორიაზე ნატოს დამატებითი ჯარისკაცები არ სჭირდება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ევრონიუსთან ინტერვიუში ისაუბრა. მან უკრაინის საზღვართან შექმნილ კრიზისზე, რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებსა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

რუსეთი უკრაინის საზღვარზე მობილიზებას აგრძელებს, ესაღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის, საგანგაშო მდგომრეობაა.უნგრეთში ყველას ახსოვს ცივი ომის პერიოდი. მათ აღარ სურთ, რომ იგივე განმეორდეს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ამბობს, რომ როდესაც აღმოსავლეთსა დადასავლეთს შორის კონფლიქტი იწყება, ძირითადად ცენტრალური ევროპის ქვეყნები ზარალდებიან.

რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დარწმუნდა, რომ რუსეთს არსურს უკრაინაში შეჭრა. მისი აზრით, დეესკალაციის საუკეთესო გზა დიპლომატიური მოლაპარაკებებია. ეს გზავნილი გააჟღერა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ევრონიუსთან საუბარში.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ყველაზე სავალალო სცენარი. ჩვენ ენერგია დიპლომატიაში უნდა ჩავდოთ და ყურადღება დიალოგზე გავამახვილოთ. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ, ვთხოვთ, რუსეთის ფედერაციას და ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს,დიდ ქვეყნებს, ძლიერ სახელმწიფოებს, რომ არ დავკარგოთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების იმედი. თუ კონფლიქტი ბრძოლაში გადაიზარდა, ეს ჩვენთვის, უფრო პატარა, ცენტრალური ევროპული ქვეყნებისთვის, ძალიან საშიში იქნება. ამიტომ, მოდით, თავიდან ავირიდოთ ეს საშიშროება,“ – ამბობს პიტერ სიიარტომი.

ბოლო დროს, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანასა და ბალტიის ქვეყნებში ნატოს ჯარისკაცების რაოდენობა გაიზარდა. ასეთი ქვეყნებია პოლონეთი, რუმინეთი, ესტონეთი და ა.შ. თუმცა, პიტერ სიიარტო უნგრეთში მოვლენების ასეთ განვითარებას გამორიცხავს.

„ჩვენ ასეთი შეთანხმება არ გვაქვს, რადგან უნგრეთის ტერიტორიაზე უკვე არის ნატოს ჯარი.ეს უნგრული ჯარია და უნგრეთის შეარაღებული ძალები ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ამიტომ ჩვენ დამატებითი ჯარისკაცების განლაგება უნგრეთის ტერიტორიაზე არ გვჭირდება”, – ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კითხვაზე თუ რამდენად ღირს რუსეთზე სანქციების დაწესება, პიტერ სიიარტომი ამბობს, რომ სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაწესდეს თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. თუმცა, მას სანქციების ეფექტიანობის არ სჯერა.

„როდესაც საქმე სანქციას ეხება, აშკარაა, რომ ის არ მუშაობს. ჩვენ არ გვსურდა ევროპული ერთიანობის დარღვევა. არასდროს დაგვიდიავეტო. ჩვენ ყოველთვის ერთობლივ გადაწყვტილებას ვემხრობოდით. მაგრამ ვფიქრობ, სანქციების დაწესება არ იქნება წარმატებულინაბიჯი. დააკვირდით და შეადარეთ ერთმანეთს დიდი ევროპული ქვეყნების, მათ შორისსაფრანგეთისა და რუსეთის სავაჭრო მასშტაბები, ნახავთ თუ რა რაოდენობაზეა საუბარი. რუსეთსადა გერმანიას შორის კი სავაჭრო მოცულობა საერთოდ გაიზარდა, რაც სანქციები დაწესდა.ასე რომ, ჩემი აზრით, სანამ სანქციების მომავალ პაკეტზე ვიმსჯელებთ, აცუილებელიაიმ შედეგების გათავლისწინება, რომლებიც ამ სანქციებს მოჰყვება”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend