მთავარიამერიკაკანადაკანადაში შეზღუდვების საწინააღმდეგო ბლოკადა გრძელდება

კანადაში შეზღუდვების საწინააღმდეგო ბლოკადა გრძელდება

კანადელი დემონსტრანტები, რომლებმაც ქვეყნის დედაქალაქ ოტავის ცენტრში კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო აქცია გამართეს, ლიბერალი პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს გამოსვლით უკმაყოფილოები არიან. პრემიერისთვის სატვირთო მანქანების ე.წ. „თავისუფლების კოლონა“ მიუღებელია.

„ჯასტინ ტრუდოს მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ. პირველი დღიდან, როდესაც პრემიერი გახდა, თვალს ვადევნებ და არასდროს მომწონდა. მისთვის ხმა არ მიმიცია. ჯასტინ, ამას თუ უყურებ, მოისმინე… მინდა, რომ თანამდებობა დატოვო. მინდა, რომ საერთოდ წახვიდე“, – ამბობს „თავისუფლების კოლონის“ მონაწილე. 

მიუხედავად მტკიცე პროტესტისა, რომლის დროსაც სატვირთო მანქანებმა ქალაქის შესასვლელი და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე მიმავალი გზები გადაკეტეს, ტრუდო კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას არ აპირებს.

„პანდემიას ქუჩის გადაკეტვით ვერ შეაჩერებ. პანდემია განკარგულების გაცემით არ მთავრდება. პანდემიას კანონმდებლობით ვერ დაასრულებ. პანდემია რომ შეაჩერო, მეცნიერებას უნდა დაეყრდნო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საჭირო ზომები მიიღო და ვაქცინა გაიკეთო. ბოლო ორი წელია, სწორედ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე მიმავალი გზების გადაკეტვა ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ბლოკადისა და, შესაბამისად, ავტონაწილების მიწოდების შეფერხების გამო, „ფორდის“ მარკის მანქანების მწარმოებელი ქარხანა დაიხურა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend