მთავარიაზიაიაპონიაიაპონია ევროპას თხევად ბუნებრივ აირს გაუგზავნის

იაპონია ევროპას თხევად ბუნებრივ აირს გაუგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის თხოვნით, იაპონიაში გადაწყვიტეს, რომ ევროპას მიაწვდიან თხევად ბუნებრივ აირს. ისინი მხარს უჭერენ უკრაინას, რომელიც რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის ემზადება.

იაპონიაში საკმარისი მარაგია ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, თუმცა უხვად ნამდვილად არ არის, მაგრამ იაპონიის ვაჭრობის მინისტრ კიოჩი ჰაგიუდას მიაჩნია, რომ

როდესაც საერთაშორისო მოვლენებს, ამ შემთხვევაში უკრაინას ეხება საქმე, იაპონიაც დიდი შვიდეულის ქვეყნებს უნდა შეუერთდეს, რადგან იაპონიას მათთან საერთო ღირებულებები აკავშირებს. მინისტრის თქმით, ბუნებრივი აირის დამატებით პარტიას ევროპაში მომავალ თვეს გააგზავნიან.

შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციებით იმუქრებიან იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში სამხედრო დაპირისპირებას გადაწყვეტს, თუმცა შიშობენ, რომ სანქციების დაწესება შეაფერხებს რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდებას.

ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტის 40 პროცენტი და ნედლი ნავთობის თითქმის ერთი მესამედი რუსეთიდან შემოდის.

ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ დღევანდელი გარემო დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ მღელვარებაზე, რომელიც რუსეთისა და ყირიმის კრიზისით არის გამოწვეული. მისი თქმით, ენერგეტიკული საკითხებიც სწორედ ამ კრიზისს უკავშირდება, რადგან რუსეთი ენერგომომარაგებას ბერკეტად იყენებს.

გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კატეგორიულად განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, საკამათო ჩრდილოეთ ნაკადი 2 მილსადენის პროექტი გაჩერდება.

კანცლერმა შოლცმა კი აღნიშნა, რომ  მას და პრეზიდენტ ბაიდენს საერთო პოზიციები აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend