მთავარიგადაცემებისამიზნედუბაის მეწარმე ქალები

დუბაის მეწარმე ქალები

ყოველ წელს სულ უფრო მეტი ქალი ბედავს დუბაიში საკუთარი ბიზნესის დაწყებას. ხსნიან როგორც სურსათისა და სასმელების სავაჭრო ობიექტებს, ისე საკონსულტაციო კომპანიებსა და მაღაზიებს.

ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ინფრასტრუქტურა, რომელიც მეწარმე ქალებსა და ქალ აქციონერებს უჭერს მხარს. ეს სისტემა ბიზნესის წახალსიების მიზნით  დაფინანსებასა და სალიცენზიო სქემებს მოიცავს.

კორალი ორი წელი ოცნებობდა საკუთარი მოდის ბიზნესის დაწყებას, როდესაც ის დუბაიში მუშაობდა, როგორც მარკეტინგის სპეციალისტი. როდესაც ბაზარი კარგად შეისწავლა, აღმოაჩინა, რომ  ამ ქალაქში კომპანიის დაარსება გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე წარმოედგინა.

მხოლოდ ხუთი წელი გავიდა და მას უკვე რამდენიმე მაღაზია აქვს ამ ქალაქის სხვადასხვა უბანში. როგორც მულტიბრენდული კომპანია Maison Clad-ის დამფუძნებელმა  კორალი ფრანსუა-დოლიდონმა „ევრონიუსს“ განუცხადა, ეს რთული გამოწვევა იყო, მაგრამ მისთვის ხელის მოკიდება ნამდვილად ღირდა.

კორალი ფრანსუა-დოლიდონი, კომპანია Maison Clad-ის დამფუძნებელი:

„ახლა გამყიდველიც ვარ, ბუღალტერიც, გაყიდვების კონსულტანტიც და, რასაკვირველია, მარკეტინგის მენეჯერიც.“

Pure Born-ი  ორგანული და ეკოლოგიური საფენების კომპანიაა, რომელიც დუბაიში 2017 წელს დაარსდა და უკვე 14 ქვეყანაში აქვს ფილიალები.

კომპანია PureBorn-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჰანა კარანი თვლის, რომ მეწარმეობა რთულია და არ არის სუსტი ადამიანის საქმე. თუმცა დუბაიში მეწარმეებს ხელს უწყობენ როგორც ქალი, ის ემამაკაცი მენტორები. გარდა ამისა, არსებობენ მხოლოდ ქალი მეწარემეების მხარდამჭერი ჯგიფებიც. მისი აზრით, ბიზნესისთვის დაფინანასების მოპოვება მთელ მსოფლიოში პრობლემაა.

„მე მგონი, ვენჩურული ფონდების დაფინანსების მხოლოდ ორი პროცენტი თუ მიდის ქალების დაარსებულ ბიზნესებში, რაც გამაოგნებელია, რადგან რიცხვები არ ტყუის. ასე რომ, ჩემი აზრით, დაფინანსებას რაც შეეხება, ქალ მეწარმეებს ბევრად მეტი უნდა მისცენ. თუმცა ზოგადად დუბაიში მხარდაჭერისა და მენტორობის ძალიან კარგი ქსელი გვაქვს,“ – ამბობს იგი.

გენდერული დაფინანსების პრობლემა

მონაცემთა ანალიზის პლატფორმა  Magnitt-ის მიხედვით, 2021 წელს ვენჩურული კაპიტალის  11 პროცენტი მოხმარდა მხოლოდ ქალების მიერ დაფუძნებულ ბიზნესებს, მაშინ, როცა საერთაშორისო დონეზე იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 3 პროცენტია.  13 პროცენტი მოხმარდა ქალისა და მამაკაცის მიერ ერთობლივად დაფუძნებულ კომპანიებს და 3 პროცენტზე მეტი მხოლოდ მამაკაცების მიერ დაფუძნებულ ბიზნესებს.

რიიმ აბუ სამრა ესთეტიკური ცენტრის LaLoge Beauty Lounge-ის დამფუძნებელია, რომელსაც ფილიალები აქვს ისეთ სასტუმროებში, როგორებიცაა Address -ი და Mandarin Oriental-ი. იგი ამბობს, რომ მართალია წარმატებას ბევრნა მეწარმე ქალმა მიაღწია, მაგრამ  თუ ქალები ერთმანეთს მხარში დაუდგებიან, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ.

„ჩემი აზრით, უფრო კარგად წავა ჩვენი საქმე, თუ მეწარმე ქალთა ქმედითი ორგანიზაცია გვექნება იმ ქალებისთვის, რომლებიც ბეჯითად შრომობენ არა მხოლოდ ფულისთვის, არამედ იმისთვის, რომ დადებითი გავლენა იქონიონ საზოგადოებაზე. ნებისმიერი ბიზნესი რთულია, მაგრამ, ამავდროულად, დიდ ბენდიერებასაც განიჭებს, როდესაც წარმატებას აღწევ,“ – ამბობს რიიმი.

მაგრამ დუბაის  მხოლოდ ქალი მეწარმეები არ ეტანებიან.

დოქტორი სიდა ჯაფარი, მალტინაციონალური კომპანია Visa-ს  უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და რეგიონული მენეჯერიასპარსეთი ყურის თანამშრომლობის საბჭოში შემავალ ქვეყნებში. იგი არაბთა გაერთიანებული  საამიროების მოქალაქეა და უკვე 20-წლიანი გამოცდილება აქვს ამ რეგიონში. მისი აზრით, ძალიან ცოტა ადგილია მსოფლიოში ასეთი კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. ქალის შრომა არათუ წახალისებულია, ძალიან სასურველიცაა.

სიდა რჩევას იძლევა, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას იმ დარგებში, რომლებსაც ტრადიციულად მამაკაცები მართავენ.

დოქტორი სიდა ჯაფარი, Visa-ს  უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და რეგიონული მენეჯერი:

„აქცენტი გააკეთე იმაზე, რისი გაკეთებაც სიამოვნებას განიჭებს და დანარჩენი გამოვა. და თუ ასე მოიქცევი, ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, მამაკაცების მიერ მართულ სამყაროში ხარ თუ არა. ჩემი აზრით, ყოველთვის უნდა გყავდეს მისაბაძი მაგალითი და ძალიან სასარგებლოა ისეთ ხალხში იტრიალო, რომელმაც უკვე გაიარა იგივე გზა. ეს ზუსტად ვიცი, „ვიზაში“Visa მუშაობის დროს ამის ბევრი მაგალითი ვნახე.“

დუბაიში სულ უფრო მეტი ქალი ბედავს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას და რაც უფრო სწრაფია ცვლილებების ქარი, მით უფრო დიდია იმედი, რომ მეტი მეწარმე ქალი გამოჩნდება ასპარეზზე.

ავტორი: ნატალი ლინდო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend