მთავარი ევროპა ჩეხეთის რესპუბლიკა ჩეხეთში კოვიდსაშვის წარდგენა რესტორნებსა და სპორტდარბაზებში სავალდებულო აღარ არის

ჩეხეთში კოვიდსაშვის წარდგენა რესტორნებსა და სპორტდარბაზებში სავალდებულო აღარ არის

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს, რესტორნებსა და სპორტდარბაზებში შესასვლელად კოვიდსერტიფიკატის წარდგენა საჭირო აღარ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანა აუქმებს შეზღუდვებს ან ფიქრობს ამაზე, ჯანმო მოუწოდებს ძლიერ ქვეყანებს, რომ დაეხმარონ საშუალო ან დაბალი შემოსავლის ქვეყნებს, ვაქცინების მიღებაში, ტესტირებასა და მკურნალობაში.

,,დამატებით საჭიროა 23 მილიარდი ამერიკული დოლარი სიცოცხლის გადასარჩენად. “ომიკრონის” სწრაფად გავრცელებისა და უფრო საშიში ვარიანტების გაჩენის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა.

რუმინეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ვირუსს კვლავ რთულად ებრძვის.

ბუქარესტში სასწრაფო დახმარების სამსახურები გადაუდებელი ზარების გამო გადატვირთულია.

COVID-19-ის მეხუთე ტალღას კოორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა მოჰყვა.

180 შემთხვევა  დადასტურდა სამხრეთის ქალაქ ბაისში, ქალაქი ჩაკეტილია ჩინეთის პანდემიისადმი “ნულოვანი ტოლერანტობის” მიდგომით.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend