მთავარი მსოფლიო ევროპა იტალიასა და ესპანეთში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა

იტალიასა და ესპანეთში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა

ევროპის ბევრ ქვეყანაში სასკოლო არდადეგები მოახლოვდა, კოვიდისგან გადაღლილ ოჯახებს თავისუფლება ენატრებათ. ტურისტული ინდუსტრიის ინტერესების გათვალისწინებით, ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობის დროს დაწესებული შეზღუდვები უქმდება.

არავაქცინირებულები, რომლებიც პორტუგალიაში მიემგზავრებიან აღარ დასჭირდებათ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუმცა აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვები ჯერ კიდევ ძალაშია.

ვაქცინირებულ მოქალაქეებს კოვიდტესტის პასუხის წარდგენა არც საბერძნეთში მოუწევთ. თუმცა ისევე, როგორც ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაში, იმ ადამიანებმა, რომლებმაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა 270 დღის წინ გაიკეთეს, აუცილებლად უნდა მიიღონ  მესამე, ე.წ ბუსტერ დოზა.

კარგი ამბავია საფრანგეთში ჩასვლის მსურველთათვის – მთავრობამ გამოაცხადა, რომ ვაქცინირებული მოგზაურებისთვის მალე შეწყვეტს კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის მოთხოვნას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ.

თუმცა შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ დაიკლებს.

კორონავირუსის გავრცელების შემცირებასთან ერთად  იტალიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

იგივე მდგომარეობაა ესპანეთშიც, ხელისუფლება აუქმებს პირბადის ტარების ვალდებულებას საზოგადოებრივ ადგილებში.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend