მთავარიმსოფლიომადაგასკარზე ტროპიკულ ციკლონს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემხვერეპლა

მადაგასკარზე ტროპიკულ ციკლონს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემხვერეპლა

მადაგასკარს ტროპიკული ციკლონი „ბატსირაი“ დაატყდა თავს, დაიღუპა 6 ადამიანი, 48 000 პირი  კი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა.  ამინდის პროგნოზის მიხედვით, ძლიერი წვიმის გამო მოსალოდნელია წყალდიდობები. კუნძულზე ყველაზე მეტად ქალაქი მანანძარი დაზარალდა. ციკლონის შედეგად ქალაქიდან  10 კილომეტრის მოშორებით მეწყერიც ჩამოწვა. ქარის სიჩქარე 235 კმ/სთ აღწევს. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

მანანძარის მოსახლეობისთვის  მხოლოდ საკვები პროდუქტების დარიგება არ არის საკმარისი. ხალხს სურს, თავშესაფრებითა და სახლებით უზრუნველყონ. ქალაქში ბევრი სახლი მთლიანად ჩამონგრეულია, მანანძარი, ფაქტობრივად, განადგურებულია. თითქმის ყველა იქ მცხოვრები დაზარალდა.

„ბატსირაი“ კიდევ ერთი დარტყმა აღმოჩნდა მადაგასკარისთვის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. გასულ თვეს კუნძულს თავს დაატყდა ტროპიკული შტორმი „ანა“,  რომელსაც 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend