მთავარიამერიკაარგენტინაბუენოს-აირესისში ფალსიფიცირებულ კოკაინს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბუენოს-აირესისში ფალსიფიცირებულ კოკაინს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

არგენტინის დედაქალაქში სავარაუდოდ, ფალსიფიცირებული კოკაინის მოხმარების გამო  20 ადამიანი გარდაიცვალა,  74 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექსპერტები ჯერ კიდევ იკვლევენ ნარკოტიკის შემადგენლობას. მათ სურთ, დაადგინონ, კონკრეტულად რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ნარკოტიკული საშუალება შეგნებულად იყო ფალსიფიცირებული  ნარკომოვაჭრეთა  შორის დაპირისპირების გამოსაწვევად.

ბუენოს-აირესის პროვინციის მთავრობამ საგანგებო განცხადება გააკეთა ფალსიფიცირებულ ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ამავდროულად, მორიგი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად პოლიცია ჩხრეკას აგრძელებს. დადგინდა, რომ ნარკოტიკი სან-მარტინის რაიონში,„პუერტა N8“ უბნიდან გაიყიდა. რეიდის დროს ათეულობით ადამიანი დააკავეს.

ბუენოს-აირესის პროვინციის უსაფრთხოების მინისტრმა სერხიო ბერნიმ თხოვნით მიმართა ნარკომომხმარებლებს, გადაეყარათ ის ნარკოტიკი, რომელიც მათ ბოლო 24 საათში შეიძინეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend