მთავარიევროპაუკრაინარეჯეპ ტაიპ ერდოღანი კიევში ჩავიდა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კიევში ჩავიდა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კიევში ჩავიდა. თურქი ლიდერის განცხადებით, მას რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის საკუთარი წვლილის შეტანა სურს.

უკრაინაში ჩასვლამდე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მისი სახელმწიფოს დიპლომატებთან შეხვედრისას უკრაინის კრიზისზე ისაუბრა.

“ყურადღებით ვაკვირდებით რეგიონში არსებულ მდგომარეობას და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც უკრაინა დგას. ყველა შესაძლებლობისას ჩვენ ყოველთვის ვადასტურებთ, მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მეზობლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავშეკავებისკენ რათა რეგიონში მშვიდობა შენარჩუნდეს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზადყოფნას შევქმნათ მოლაპარაკებისათვის შესაბამისი გარემო“, – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

კიევში ჩასულმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, უკრაინული არმიის საპატიო ყარაულს უკრაინულად მიმართა – დიდება უკრაინას.

თურქმა ლიდერმა ხაზი გაუსვა მისი სახელმწიფოს უპირობო მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, უკრაინას კი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა. თურქი ლიდერის უკრაინაში ვიზიტამდე, კიევში იმყოფებოდნენ გაერთიანებული სამეფოსა და ნიდერლანდების პრემიერ – მინისტრებიც.

კიევში ვიზიტისას თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიევსა და მოსკოვს შუამავლობა შესთავაზა, საპასუხოდ კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ მისთვის მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატი მისაღებია. ორი სახელმწიფოს ლიდერის შეხვედრას მოჰყვა შეთანხმების გაფორმება როგორც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ასევე კიევში თურქული სამხედრო დრონების ქარხნის მშენებლობის შესახებ.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი : “ჩემი ვიზიტი რთულ პერიოდს ემთხვევა. მე მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მე ვაფასებ უკრაინული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს დიალოგის შენარჩუნებას ხელს უწობს. თურქეთის რესპუბლიკა მზად არის წვლილი შეიტანოს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის აღმოფხვრაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით მშვიდობის შესანარჩუნებლად ნებისმიერი ფორმატი მისაღებია,” მე მსურს ბატონ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მისი სამშვიდობო ინიციატივისთვის მადლობა გადავუხადო, უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი ფორმატი ჩვენთვის მისაღებია, მნიშვნელობა არ აქვს სად მიიღება გადაწყვეტილება ომის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით, მთავარია ეს ყველას სურვილი იყოს”, ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი არ გამორიცხავს უკრაინაში ჩასვლას.

“ამ მომენტისათვის გავაგრძელებ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის პრეზიდენტებთან დიალოგს, ვითარება რამდენიმე საათში შეიძლება შეიცვალოს, მე არ გამოვრიცხავ უკრაინაში ჩასვლას, ვაპირებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან საუბარსაც“, –  განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

დიპლომატიური პროცესის ფონზე კი უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთან კი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend