მთავარიკუბიჯანმო: ომიკრონის ქვეშტამი BA.2 მსოფლიოს 57 ქვეყანაში დაფიქსირდა

ჯანმო: ომიკრონის ქვეშტამი BA.2 მსოფლიოს 57 ქვეყანაში დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახლახან აღმოჩენილი ომიკრონის ქვეშტამი მსოფლიოს 57 ქვეყანაში დაფიქსირდა და ზოგიერთ ქვეყანაში ეს ქვეშტამი უკვე დომინანტიც კია.

ამჟამად ომიკრონის  ყველაზე გადამდები შტამი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია დაფიქსირებული. ომიკრონი  შტამების საერთო ტერმინია, ის Sars-Cov-2-თან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სხვა შტამებს შორის ყველაზე ფართოდ BA1 ვარიანტია გავრცელებული.

ახლა უკვე ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით აზიასა და ევროპაში, ადასტურებენ, რომ მათთან ომიკრონის BA 2 ვარიანტი გამოვლინდა.  მიუხედავად იმისა, რომ BA 2, წინასწარი კვლევით, უფრო გადამდებია, ჯერჯერობით არ არსებობს მონაცემები, რომ ის უფრო სერიოზული და ძლიერი ვარიანტია.

როდესაც ვირუსი განიცდის მუტაციას და გარდაიქმნება ახალ ვარიანტებად, ვირუსი იყოფა ან მისგან წარმოიქმნება ქვედანაყოფები. მაგალითად, დელტა შტამს 200 სხვადასხვა ქვევარიანტი აქვს.  იგივეა ომიკრონის შემთხვევაშიც.

ჯანმოს ინფორმაციით, BA2 უკვე 57 ქვეყანაში გამოვლინდა, თუმცა პირველად ის ფილიპინებში დააფიქსირეს. დანიასა და ინდოეთშიც ფიქრობენ, რომ ომიკრონის მეორე ვარიანტი მათთანაც დომინანტი შტამი ხდება.

არის თუ არა BA2 უფრო მეტად გადამდები? დანიელმა მეცნიერებმა, 18 000 ადამიანი გამოიკვლიეს. მათი ინფორმაციით, ის ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე BA1. გარდა ამისა, ამავე კვლევის მიხედვით, ომიკრონის ქვევარიანტი უფრო კარგად იცავს თავს ვაქცინისგან, თუმცა მიუხედავად ამისა, ვაქცინირებულ ადამიანებს უფრო ნაკლები შანსი აქვთ, დაინფიცირდნენ ვირუსით. ასევე წინასწარი შეფასებით, არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ვაქცინები არაეფექტიანია ვირუსის გართულების შემთხვევაში.

ომიკრონის მეორე ვარიანტთან დაკავშირებით ჯერჯერობით მწირი ინფორმაციაა გამოქვეყნებული. შესაბამისად, რთულია იმის განსაზღვრა,  რომ მეორე ვარიანტი უფრო რთული და მძიმეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც BA 2 ვარიანტია დომინანტი, ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend