საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა – კომპანია „სილქნეტმა“ 300 მილიონი დოლარის 5-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების შესახებ გამოაცხადა. ევრობონდების პირველ ემისიასთან შედარებით, რომელიც 2019 წელს განხორციელდა, „სილქნეტმა“ ამჯერად 100 მილიონი დოლარით მეტი მოიზიდა. საპროცენტო განაკვეთი კი 11%-დან 8, 375%-მდე შემცირდა, რაც რეგიონის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორების – „ვოდაფონ უკრაინისა“ და „თურქ ტელეკომის“ მაჩვენებლების დონეზეა და „სილქნეტის“ საინვესტიციო მიმზიდველობაზე მიუთითებს. ამავე დროს, „სილქნეტის“ ობლიგაციები პირველად შევა „ჯეი პი მორგანის“ განვითარებადი ბაზრების ინდექსში. აღსანიშნავია, რომ „სილქნეტი“ რეგიონის პირველი კომპანიაა, რომელიც მიმდინარე წელს საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე გავიდა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა და კომპანია „სილქნეტის“ სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, ილია ენუქაშვილმა ისაუბრეს