მთავარიგადაცემებითვითმხილველიავღანელი ქალები ათენში

ავღანელი ქალები ათენში

ავღანეთში არასოდეს ვყოფილვარ და არც ამ ქვეყნის ორ ოფიციალურ ენაზე ვსაუბრობ – დარისა და პაშტოზე. მე ჟურნალისტი ვარ, მამაკაცი.

ამიტომ როდესაც იანვრის ერთ წვიმან დღეს ათენში ავღანეთიდან ლტოლვილი ქალებისა და ამიგრანტების თავშესაფარ ცენტრში აღმოვჩნდი, ერთადერთი კითხვა, რაც გამიჩნდა იყო – რას ვაკეთებ აქ?

ეს თემა რამდენიმე კვირით ადრე ავარჩიე. წავიკითხე სტატიები იმაზე, თუ როგორ იქცა  საბერძნეთის დედაქალაქი მოულოდნელად ევროპის ჰაბად ავღანელი ქალებისა და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც იძულებული იყვნენ ავღანეთი დაეტოვებინათ, როდესაც 2021 წლის ზაფხულში ხელისუფლებაში მოულოდნელად  „თალიბანი“ მოვიდა.

ამ ქალების უმეტესობა მოსამართლე, ადვოკატი, ჟურნალსიტი ან ადამიანის უფლებდამცველია. სხვადსხვა დახმარებსი პროგრამების წყალობით მათი ევაკუაცია მოხერხდა და ისინი ახლაც აგრძელებენ ათენში მათი ბინიდრობისა და სხვა აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.

მე დავუკავშირდი ერთ-ერთ ასე ავღანელი ქალებისა და მათი ოჯახების დახმარების ადგილობრივ ცენტრს Melissa Network-ს. Melissa, რომელიც ბერძნულად „ფუტკრის სკას“ ნიშნავს, გარდა იმისა რომ ქალებს შეხვედრის საშუალებს აძლევს, სხვადსხვა ტიპის დახმარებასაც სთავაზობს, მათ შორი იურიდიულ კონსულტაციას და საზოგადოებასთან ურთიერთობის დამყარებას.

როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე სასტუმრო ოთახში შემიყვანეს, სადაც უზარმაზარ მაგიდაზე მანდარინი და ნაცხვარი ელაგა. ქალებიდან ბევრი ხალისით მომიყვა თავის ამბავს. ძირითადად დანაკარგზე ჰყვებიან: მათ დაკარგეს ოჯახი და მეგობრები, სამსახური, ხელფასი, დამოუკიდებლობა და თვითშეფასება. ყველა იძულებული იყო, დამალულიყო. ყველა ჯერ ისევ შოკირებულ მდგომარეობაშია.

ჰასინა ერთ-ერთი იყო 1300 მოსამართლე ქალთაგან ავღანეთში. იგი მიყვება როგორ გაათავისუფლა „თალიბანმა“ მისი განაჩენის საფუძველზე დაპატიმრებული კრიმინალები და როგორ ცდილობენ ისინი ახლა შურისძიებას.

„როდესაც მათ ქაბული აიღეს, პირველი, რაც გააკეთეს, კრიმინალები გაათავისუფლეს ციხიდან. ის კრიმინალები, რომლებსაც მე პატიმრობა მივუსაჯე სისხლის სამართლისა და სხვა ტიპის დანაშაულის ჩადენისთვის. მათ შურისძიება უნდოდათ – ჩემი ან ჩემი შვილების მოკვლა ან გატაცება. ამიტომ გარეთ ვერ გავდიოდი“, – ყვება ჰასინა ჰაიდარი.

ჰასინა და მისი ქმარი საბერძნეთში ოქტომბრის ბოლოს ჩავიდნენ. ჰასინამ კანადაში ითხოვა წასვლა, სადაც ავღანელების დიდი დიასპორა და დასაქმების უკეთესი შესაძლებლობაა.

ავღანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ჰომა აჰმადი 5 კვირა იმალებოდა, სანამ თავის ორ გოგონასთან ერთად გამოიქცეოდა.

იგი თვლის, რომ „ქვეყნებმა „თალიბანი“ არ უნდა ცნონ მანამდე, სანამ ისინი ინკლუზიურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებენ და ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის გარანტიებს არ შექმნიან.“

26 წლის ნილოფარს ბაკალავრის ხარისხი აქვს სამართალსა და პოლიტიკური მეცნიერებაში. იგი ჟურნალისტად მუშაობდა. ნილოფარი ავღანეთიდან ორ შვილთან ერთად გაიქცა. უმცროსი ჯერ მხოლოდ 8 თვისაა. ახლა იგი კანადაში მიდის.

ნილოფარ მორანდი:

„პირველ რიგში, ჩვენს მამებსა და ძმებს, ტრადიციულ ავღანურ საზოგადოებას უნდა ვებრძოლოთ, რათა ჩვენ გადავწყვიტოთ ჩვენი ჩაცმულობის – თავსაფრისა და მანდილის საკითხი. ბოლო 20 წლის განმავლობაში წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ მერე „თალიბანი“ მოვიდა ხელისუფლებაში და ყველაფერი დავკარგეთ. მე ვოცნებობდი ჩემი და ჩემი შვილების, და ხალხის მომავალზე…და ყველაფერი ერთ წამში გაქრა!“

ფარიბა – ეს მისი ნამდვილი სახელი არ არის – მოსამართლე იყო, მაგრამ წარსულზე საუბარი არ სურს; მეტისმეტად მტკივნეულია. მან თავშესაფარი ესპანეთში მიიღო.  იგი ავღანეთიდან წამოღებულ ეროვნულ ქალის კაბას მაჩვენებს.

„ ეს კაბა ყველა ავღანელი ქალის თვითმყოფადობას ასახავს. ყველა ქვეყანას თავისი სიმბოლოები აქვს. ავღანეთში ენისა და დროშის შემდეგ ერთადერთი,  რაც ყველა ავღანელი ქალის იდენტობას აჩვენებს მსოფლიოს, არის ეს კაბა,“ – მიხნის ფარიბა.

მომავლის გეგმები

ამ ცენტრში მყოფი ქალების უმეტესობისთვის საბერძნეთი ტრანზიტული ქვეყანაა. ზოგმა უკევ მიიღო თავშესაფარი კანადასა და ესპანეთში. სხვებს გერმანიაში სურთ წასვლა.

ცენტრის დირექტორი და თანადამფუძნებელი ნადინა ქრისტოპულუ განმარტავ, რომ მათ სურდათ, უსაფრთხო სივრცე მიგვეცა მათთვის, რათა გაეგრძელებინათ ის სამუშაო,  რომელსაც ასე დიდხანს ასრულებდნენ ავღანეთში, რათა ისევ დაეწყოთ ფიქრი საკუთარ პოტენციალზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ. ასევე, გვინდოდა, თავიდან აგვერიდებინა დიასპორის ფრაგმენტაცია.“

მე ვეუბნები, რომ ეს ქალები, რომლებიც ყოფილი პოლიტკოსები, ჟურნალისტები და მოსამართლეები არიან, შეიძლება ბევრმა ელიტად ჩათვალოს ავრანეთში მცხოვრები ქალების უმეტესობასთან მიმართებით. მაგრამ ნადინა ასე არ ფიქრობს.

„ ეს ქალები იმიტომ შევარჩიეთ, რომ ისინი აქტიურ როლს თამაშობდნენ სოციალური და პოლიტიკური კუთხით, რის გამოც ისინი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ისინი აქაც ცდილობენ იპოვონ გზა, თუ რაში შეიძლება გამოგვადგნენ, სურთ, რომ ისევ აქტიურად იცხოვრონ,“ – მიხსნის ნადინა.

მე მაგალითის მოყვან ვთხოვე.

პასუხად ნადინამ მითხრა, რომ „ ჩამოსვლიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ ისინი ათენის დემოკრატიის ფორუმზე გამოვიდნენ და ისაუბრეს, თუ რა რთული იყო მათთვის  ავღანეთის დემოკრატიის კრახზე საუბარი იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დაიბადა. ეს ქალები ხომ იმ დემოკრატიის შესაქმნელად თავად იღვწოდნენ.“

ბრძოლა თავშესაფრის მისაღებად

ამ ქალებიდან დაახლოებით 100-მა საბერძნეთში ითხოვა დარჩენა. მათ მოთხოვნას ახლა განიხილავენ. მაგრამ მე იმ უამარავ ავღანელ თავშესაფრის მაძიებელზე ვფიქრობ, რომლებიც თვითმფრინავით არ ჩამოუყვანიათ და რომლებიც მთელი ქვეყნის ბანაკებში არიან მიმოფანტული. ზოგიერთმა მათგანმა თავისით ჩამოაღწია აქ  ნავით თუ  ხმელეთით. მათ იგივე შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვთ.

ბოლო თვეების განმავლობაში საბერძნეთი სულ უფრო აძლიერებდა უსაფრთხოების ზომებს და ზედამხედველობას თავისი ზღვის აკვატორიასა თუ თურქეთთან სახმელეთო საზღვრებზე, საიდანაც ავღანელი მიგრანტების უმეტესობა შემოდის.

„საბერნეთის მთავრობას მკაფიო ორგვარი მიდგომა აქვს“, – ამბობს ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის გენერალური მდივანი, რომელსაც მიგრაციისა და თავშესაფარის სამინისტროს ეზოში შევხვდი.

პატროკლოს გეორგიადისი, მიგრაციის პოლიტიკის გენერალური მდივანი:

„ბოლო ორი, ორ-ნახევარი წლის განმავლობაში საბერძნეთი ატარებდა მკაცრ, მაგრამ, ჩვენი აზრით, სამართლიან მიგრაციულ პოლიტკას. ამ თვალსაზრისით, ჩვენ შესაძლოა გავამკაცრეთ წესები ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების ფარგლებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ, საბერძნეთმა, დაივიწყა ჰუმანური მიდგომა.“

ყველა ავღანელი ქალი, რომელთაც შევხვდი, ამბობს, რომ დროა, თავიანთ განვითარებაზე იზრუნონ. ჟურნალისტი ხატერა საეედი საერთაშორისო ორგანიზაცაში მუშაობდა. იგი ათენში ორ შვილთან და დედასთან ერთად ჩამოვიდა. ხატერა ადამიანის უფლებათა დამცველია და ამიტომ „თალიბანი“ დევნიდა.

ხატერას სამომავლო გეგემები ასეთია:

„მე კანადაში წავალ, გავაუმჯობესებ ჩემს განათლებას, გამოცდილებას, ცოდნას და ისევ დავბრუნდები ავღანეთში, უფრო ძლიერი, ვიდრე მანამდე ვიყავი და  ხალხს მოვემსახურები.“

ავტორი: ხულიან გომეს ლოპესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend