მთავარი სპორტი საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევრო 2022-ის მეოთხედფინალში რუსეთთან მატჩი 3:1 დათმო. ნახევარფინალში რუსეთის მეტოქე უკრაინა იქნება, მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

“ჩემი გუნდი, რადგან თითოეულმა მოთამაშემ ყველაფერი გააკეთა.  ჩვენთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი იყო, გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო და სადებიუტო ჩემპიონატზე საუკეთესო რვა გუნდს შორის მოვხვდით.

მეოთხედფინალში დაგვაკლდა გამოცდილება. წარმოუდგენელია ასეთ ტურნირზე პირველად ჩამოხვიდე და ჩემპიონი გახდე. ვხედავ, რომ შეგვიძლია ყველასთან თამაში და ბიჭებმაც ეს დაამტკიცეს.

გვჯეროდა წარმატების. თუ არ გჯერა, ვერც ერთ მოწინააღმდეგესთან ვერ გახვალ სათამაშოდ. სწორედ ეს ჩანდა დღეს მოედანზე. დავმარცხდით, მაგრამ ქართულმა ფუტსალმა გაიმარჯვა. საქართველოში ფუტსალი შედგა. რამდენიმე წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა ფუტსალი და დღეს, ამ ბიჭების დამსახურებით, მთელმა ქვეყანამ იცის,”- განაცხადა მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა, ჯგუფურ ეტაპზე 2 გამარჯვება მოიპოვა რვა საუკეთესო ევროპულ გუნდს შორის მოხვდა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend