ლეგენდარულმა კუარტერბექმა ტომ ბრეიდიმ კარიერა დაასრულა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ამერიკულ ფეხბურთს 44 წლის ასაკში დაემშვიდობა.
ბრეიდიმ სუპერბოული 7-ჯერ მოიგო და სუპერბოულის საუკეთესო მოთამაშე 5-ჯერ გახდა, 3-ჯერ კი ენ ეფ ელის ემვიპის ტიტული დაიმსახურა.
ბრეიდი ნიუ ინგლანდ პატრიოტსისა და ტამპა ბეი ბაკანიერსის მაისურით ასპარეზობდა.