მთავარიევროპაბელგიაბელგიაში საჯარო სამსახურის ხელმძღვანელებს არასამუშაო საათებში თანამშრომლების დასაქმება აეკრძალათ

ბელგიაში საჯარო სამსახურის ხელმძღვანელებს არასამუშაო საათებში თანამშრომლების დასაქმება აეკრძალათ

ბელგიაში პირველი თებერვლიდან ძალაში შევიდა წესი, რომელიც საჯარო სამსახურის ხელმძღვანელობას  უკრძალავს არასამუშაო საათებში  თანამშრომლების დასაქმებას, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.  ბელგია ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაა,  რომელმაც გაითვალისწინა მსგავსი მოთხოვნები.   საინტერესოა, გახდება თუ არა ეს ნორმა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. სავაჭრო პროფკავშირებში ფიქრობენ, რომ დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებული ხარვეზები დროულად უნდა აღმოიფხვრას.

ევროპული სავაჭრო პროფკავშირების კონფედერაციის წარმომადგენელი იზაბელ შომანი აცხადებს რომ, მათ თავის დროზე უარი თქვეს ამ სისტემაზე, რადგან ციფრულ ტექნოლოგიებს არ იყენებდნენ. მისი თქმით მათ დროულად ვერ უპასუხეს ამ გამოწვევებს.  თუმცა იზაბელის აზრით,  უკვე დროა, ისინიც მოერგონ და გამოიყენონ ინოვაციური შესაძლებლობები როცა საქმე დასაქმებულებსა მათ მოთხოვნებს ეხება. მისი თქმით სწორედ აქ ელიან ევროკავშირის ქმედით ნაბიჯებს.

გასულ წელს ევროპარალამენტარები ითხოვდნენ ისეთი კანონის შემოღებას, რომელშიც მკაფიოდ იქნებოდა ასახული დისტანციურიად მუშაობის მინიმალური მოთხოვნები, ასევე გაწერილი იქნებოდა სამუშაო და დასვენების საათები. როგორც ირკვევა, კერძო სექტორისთვის ეს კანონი მაინცდამაინც ხელსაყრელი არ იქნება.

ბიზნესის წარმომადგენელი, მაქსიმ ჩერუტი ამბობს რომ მისი აზრით ეს საკითხი უშუალოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. მისი თქმით გასათვალისწინებელია კომპანიებში არსებული ვითარება, რადგან თითოეულ კომპანიას თავის გამოწვევებზე ორიენტირებული და მოქნილი გადაწყვეტილებები სჭირდება.

ბოლო კვლევებით კი ირკვევა,  რომ ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში დასაქმებულები აღმოჩნდნენ. პანდემიის დაწყებიდან ისინი დისტანციურად  2-ჯერ უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე ოფისში ყოფნისას. ცვლილება ბევრს სურს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება  კანონმდებლებმა უნდა მიიღონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend