მთავარიევროპაუკრაინავარშავა კიევს მხარს უჭერს

ვარშავა კიევს მხარს უჭერს

რუსეთის ფედერაციის უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ვარშავა მზად არის კიევს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწიოს. კიევში ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრემიერ – მინისტრი აცხადებს, რომ მისი სახელმწიფო მზად არის უკრაინას თავდაცვითი იარაღიც მიაწოდოს.

პოლონელმა ლიდერმა ჩრდილოეთის ნაკადი ორის გაზსადენის შესახებაც ისაუბრა და ამ პროექტს ევროპის უსაფრთხოებისათვის დიდი გამოწვევა უწოდა.

”საჭიროა მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდი სცენარისთვის მომზადება, მათ შორის დაჭრილი ადამიანების დასახმარებლად, იმედი გვაქვს, რომ ვითარება ამ მდგომარეობამდე არ დაიძაბება. პირველი და უმთავრესი სცენარი სახელმწიფოს დაცვაა. ჩვენ იმედი გვაქვს ეს არ გახდება საჭირო”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ – მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.

უკრაინის პრემიერ – მინისტრმა კი განაცხადა, რომ იმედი აქვს მისი სახელმწიფოს საზღვრებთან არსებული კრიზისი მშვიდობიანი გზით მოგვარდება.

”დღეს ბატონ პრემიერთან ერთად კრიზისის განმუხტვის დიპლომატიურ გზებზე ვიმსჯელეთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამჟამინდელი კრიზისი მშვიდობიანი გზით მოგვარდება და დღეს ჩვენს მიერ განხილული ზომების მიღება აღარ გახდება საჭირო”, – აღნიშნა  უკრაინის პრემიერ – მინისტრმა დენის შმიჰალიმ.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვარშავაში აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ევრო – ატლანტიკურ ინტეგრაციასაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend