მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 28 იანვარს. მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი არ მიმართავს ისეთ აგრესიას უკრაინის მიმართ, როგორიც მან საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. პრეზიდენტმა ძირითადად ეროვნული თანხმობის ინიციატივაზე ისაუბრა. “ევრონიუს ჯორჯიას” ჟურნალისტმა ნუკა კეკელიამ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, გამოიკვეთა თუ არა ამ ინიციატივის ფარგლებში არსებული კონსულტაციების დროს ისეთი საკითხები, რაზეც შეთანხმება შესაძლებელია ან შეუძლებელი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ჯერ საზოგადოების სხვადასხვა წრეს ხვდება, იმისთვის, რომ აუხსნას ამ ინიციატივის არსი და მოისმინოს მათგან აზრი ამა თუ იმ საკითხზე, შემდეგ კი როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ამ თემაზე უფრო ფართო ფორმატის შეხვედრები დაიწყება

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend