მთავარისპორტიშოთა არველაძე "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელია

შოთა არველაძე “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელია

შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერას ინგლისში გააგრძელებს. 48 წლის სპეციალისტი ჩემპიონშიპის გუნდის, “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს. საქართველოს ნაკრების ბომბარდირმა “ჰალთან” 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ჰალი” ჩემპიონშიპში მეცხრამეტე ადგილს იკავებს. შოთა არველაძის ხელმძღვანელობით ინგლისური კლუბი პირველ შეხვედრას 29 იანვარს, “სუონსის” წინააღმდეგ გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend