მთავარისაქართველოშინაური ცხოველები პანდემიით გამოწვეული სტრესის წინააღმდეგ

შინაური ცხოველები პანდემიით გამოწვეული სტრესის წინააღმდეგ

პანდემიის დაწყების შემდეგ ბევრმა ოჯახმა შინაური ცხოველის სახით ახალი წევრი შეიძინა. იზოლაციისგან და შეზღუდული სოციალური ცხოვრებისგან გამოწვეულმა სტრესმა ბევრს შინაური ცხოველის მოყვანისკენ უბიძგა. ინას ოჯახშიც ფიბის გამოჩენაც პანდემიის დასაწყისს უკავშირდება.

„პანდემიის დროს, როდესაც ჩავიკეტეთ გადავწყვიტეთ, რომ ფიბი მოგვეყვანა და ეს იყო ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რაც მიგვიღია. მერე სულ ვამბობდით, რომ რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ არ გვყოლოდა ფიბი“, – ამბობს ინა მელაძე.

ინას და მის ოჯახს შინაური ცხოველი მანამდე არ ჰყოლიათ და ფიბის მოყვანის დღიდან მას, როგორც პატარა ბავშვს ისე უვლიან. მისი თქმით, ფიბიმ მთელი ოჯახი შეკრა.

„საღამოსაც ერთად ვიყავით. მარტივადაც გადავიტანეთ ეს ჩაკეტვა იმიტომ, რომ თითქოს ბავშვი გვყავდა სახლში. მზრუნველობას ვიჩენდით მის მიმართ. ღამეებსაც კი ვათენებდით. ფიბი ყველას ყურადღებას ითხოვდა. ანუ ყველა ვიყავით სახლში და ყველა ვაქცევდით ყურადღებას. თვითონაც, რა თქმა უნდა, გასცემს ძალიან დიდი სითბოს და სიყვარულს“, – ყვება ინა.

ფიბი თავის ოჯახს არამხოლოდ სახლში ყოფნას უმარტივებს. როდესაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი კოვიდით დაინფიცირდა, ფიბი ოჯახში ერთადერთი იყო, რომელიც მის ფიზიკურად გამხნევებას ახერხებდა.

„ის ერთადერთი იყო ოჯახში… ჩვენს შორის მეკავშირე… მთელი დღე იჯდა და ყარაულობდა გოგის კარებთან. როდის გაუღებდა გოგი კარებს. დღეში ორჯერ უღებდა და თავისთან შეყავდა“.

ფსიქოლოგი ინდირა გვარმიანი ამბობს, რომ ხალხმა პანდემიასთან თანაცხოვრება ნელ-ნელა ისწავლა და შესაბამისად სხვადასხვა გამოსავლის ძიება დაიწყო. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამოსავალია შინაური ცხოველის სახლში მოყვანა. ცხოველებს თერაპიული თვისებები აქვთ. ისინი დადებითად მოქმედებენ სტრესის შემცირებაზე და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ფსიქოლოგის თქმით, ცხოველსა და ადამიანს შორის გრძნობებიც ჩნდება.

„ოჯახის წევრი ხდება. განსაკუთრებით მარტოხელა ადამიანთან. იზოლაციის პირობებში რამდენად შემავსებელი შეიძლება იყოს ის. ამას ფიქრიც არ სჭირდება. გრძნობას იწვევს, ე.წ. ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ზრუნვის და ჩახუტების დროს. შესაბამისად, ადამიანს უჩნდება ბედნიერების შეგრძნება. სიყვარულის გრძნობა და უსაფრთხოების განცდაც კი“, – მიიჩნევს „კლინიკა მიზოუნის” ფსიქოლოგი ინდირა გვარმიანი.

გამოწვევებით სავსე ორი წლის ფონზე, შინაური ცხოველები პატრონებს სტრესისგან გათავისუფლებაში და მეტი სიყვარულის გაზიარებაში ეხმარებიან.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend