წელიწადში 400 ათასი ადამიანი ნაადრევად კვდება კონტინენტურ ევროპაში. ჩნდება კითხვა – რატომ? პასუხია: ჰაერის დაბინძურების გამო. სწორედ ამ საზარელმა სტატისტიკამ მიბიძგა „ევრონიუსისთვის“ კვლევა ჩამეტარებინა. ამ რიცხვმა შემაძრწუნა. როგორ შეიძლება ასე ხდებოდეს?
რამდენიმე წელია ევროკომისია ევროკავშირის სამართლებრივ პროცედურებს აწარმოებს იმ წევრი ქვეყნების მიმართ, რომლებიც ჰაერის დაბინძურების ზღვარს აჭარბებენ. მათ შორისაა საფრანგეთიც, სადაც ჰაერსი დბაინძურებსი მაჩვენებლი ძალიან მაღალია. მავნე ნივთიერებსბის შემცველობა ბევრად აღემატება დადგენილ ზღვრებს, რაც იწვევს დაავდებებს და სიკვდილიანობას ისეთ დიდ ქალქებში, როგორიცაა დედაქალაქი პარიზი და მისი შემოგარენი, გრენობლი, სტრასბურგი, მარსელი და ლიონი.
ჰაერის მონიტორინგი აპლიკაციით
გადმოვწერე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის აპლიკაცია ე.წ. ATMO და ასე დავიარე ლიონის ქუჩები, რომლებიც მთელ ევროპაშია ცნობილი ხერგილებით. აპლიკაცია მაჩვენებს, თუ როგორ იცვლება ჰაერის ხარისხი თოთოეულ ქუჩაზე, სადაც მივდივარ.
საოცარი შედეგია. აპლიკაცია სწრაფად იცვლის ფერს ნარინჯისფერიდან მუქი წითელისკენ, რაც ნიშნავს ცუდიდან ძალიან ცუდ ხარისხზე გადასვლას. ჩემი ცდის დღე კარგი გამოდგა: იისფერი არ მაჩვენა – იისეფრი ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა დატოვო ის არემარე…
ლიონში შევხვდი იქაურ მომღერალსა და კომპოზიტორს რენო პიერის, რომლის შვილიც MICHEL SERVET-ის სკოლაში დადის. საკლასო ოთახები ზუსტად კრუა-რუსის გვირაბს გადაჰყურებს.
„დღესდღეობით პრობლემა ის არის, რომ ამ გვირაბში ყოველდღე 47 ათასი ავტომობილი გადის“, – მიხსნის რენო. „ ამაში არ ვთვლი იმ ავტომობილებს, რომლებიც მდინარე რონის Rhône-ს სანაპიროზე დადიან. ამის გამო ჰაერი ძალიან ბინძურდება. რა თქმა უნდა, ქალაქებს 10-16 წელიწადში მანქანების გარეშე ვერ წარმოიდგენ. ჩვენ პოლიტიკოსებისაგან უბრალოდ ამ საკითხის გადაჭრას ვითხოვთ, რათა ქალაქში სუნთქვა შეიძლებოდეს.“
რენომ და დირექტორმა პასკალ ბარბიემ სკოლის ეზოში ჰაერის გასაზომ სადგურთან მიმიყვანეს, რომელიც აჩვენებს, რომ აზოტის დიოქსიდი საგანგაშოდ მომატებულია…. აქ ბავშვებს თამაშის უფლებას აღარ აძლევენ. სხვა მშობლებთან და აქტიურ ჯგუფებთან ერთდა, რენომ ქალაქისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
კიბოსთან კავშირი
არის თუ არა დადსტრუებული პირდაპირი კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და ნაადრევ სიკვდილს შორი?
ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი ტომას კუდონს, რომელიც მუშაობს კიბოს კვლევის სახელგანთქმულ ცენტრში Léon Berard-ი. ახალგაზრდა მეცნიერთა გუნდთან ერთად, იგი ცდილობს დაადგინოს, თუ რა კავშირია ჰაერის დაბინძურებასა და კიბოს შორის. და დიახ, ეს კავშირი არსებობს.
ტომას კუდონი, კიბოს პრევენციის დეპარტამენტის წარმომადგენელი LÉON BERARD CENTRE-ში:
«კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, დაბინძურებული ჰაერი კარცეროგენულად ითვლება ადამიანისთვის. იმ დამაბინძურებელ ნივთიერებებს შორის, რომლებიც ნამდვილად კარცეროგენულად ითვლება, არის წვრილი ნაწილაკები და დიზელის ძრავა ითვლება კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად.”
დაბალი გამონაბოლქვის ზონები
ქალაქის ბინძური ჰაერი თანდათან სულ უფრო მეტ მოქალაქეს ამწუხებს. ეს ადგილობრივი არჩევნების შედეგებზეც აისახა. ეკოლოგები სულ უფრო მეტ დიდ ქალაქს მართავენ, როგორიცაა მაგალითად ლიონი და მისი შემოგარენი. მაგრამ წარსულის დაბინძურებული მემკვიდრეობა ერთ ღამეში არ იწმინდება.
„გაზომვების შედეგები საგანგაშოა. რატომ არის ლიონში ჰაერი ასე დაბინძურებულია?“ – ვეკითხები ლიონის მეტროპოლისის პრეზიდენტ ბრუნო ბერნარს.
„იმიტომ, რომ ოფიციალური სტრუქტურები არ აკეთებენ, რაც საჭიროა. ამის გამო საფრანგეთის სახელმწიფოს კიცხავენ. ჩვენ უნდა შევქმნათ დაბალი გამონაბოლქვის ზონები, რათა ის ავტომობილები, რომლებიც ჰაერს ძალიან აბინძურებენ, ქალაქის ცენტრში არ დაიშვას. განსაკუთრებით დიზელზე მომუშავე მანქანები, ისინი 2026 წლისთვის ქალაქის ცენტრში აღარ უნდა დადიოდნენ“ – ამბობს იგი.
ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი